შინაარსზე გადასვლა

გოიგოლის ლუთერანული ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოიგოლის ლუთერანული ეკლესია
სტატუსი cultural heritage monument in Azerbaijan
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა გოიგოლი, აზერბაიჯანი
სტილი ნეოგოტიკა
დაწყება 1854
დასრულება 1857
ტიპი ლუთერიანელობა
Map

ლუთერიანული ეკლესია (აზერ. Lüteran kilsəsi) — ელენდორფის (დღ. გოიგოლის) გერმანულ კოლონიაში 1857 წელს აშენებული ეკლესია. ამჟამად გამოიყენება როგორც ადგილობრივი ისტორიის მუზეუმი. გოიგოლის ბუნებრივ ნაკრძალთან ერთად რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია.[1]

1817 წელს რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე იმპერატორ ალექსანდრე I-ის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ათასი შვაბიიდან გადმოსახლებული, სარწმუნოებით ლუთერან-პიეტისტი ოჯახი ჩამოვიდა. ამიერკავკასიაში დაარსდა რამდენიმე კოლონია, მათ შორის ელენენდროფიც. ამ პერიოდშივე დაარსდა ლუთერანული თემი. თავდაპირველად შეკრებებს უძღვებოდა მასწავლებელი, 1832 წელს კი ჰანოვერიდან აქ ჩამოვიდა პასტორი.

1854 წელს გადაწყდა ქვის შენობის აშენება. სამუშაოებმა გასტანა სამი წელი და 1857 წლის 10 მარტს შედგა ახალი კირხის (ეკლესიის) კურთხევა, რომელმაც მიიღო წმინდა იოანეს სახელი.

ეკლესია დაიკეტა 1941 წელს რეგიონიდან გერმანელების დეპორტაციის შემდეგ. სხვადასხვა დროს აქ მდებარეობდა სამხედრო ჰოსპიტალი და სპორტული სკოლა. 2005 წლიდან მოქმედებს რეგიონის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. 2008 წელს გერმანული საზოგადოების ტექნიკური თანამშრომლობის დახმარებით, შენობა რესტავრირდა.[2]