გლენდა ადამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლენდა ადამსი
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი, 1939(1939-12-30)[1] [2]
დაბადების ადგილი Ryde
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 2007(2007-07-11)[3] [1] [2] (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი სიდნეი
საქმიანობა რომანისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი
მოქალაქეობა  ავსტრალია
ალმა-მატერი Columbia University Graduate School of Journalism
ჯილდოები მაილზ ფრანკლინის პრემია

გლენდა ემილი ადამსი ( დ. 30 დეკემბერი, 1939 - გ. 11 ივლისი, 2007) — ავსტრალიელი რომანისტი და მოთხრობების ავტორი. ცნობილი, როგორც 1987 წლის მაილს ფრანკლინის ჯილდოს გამარჯვებული მარჯანზე ცეკვისთვის . ის იყო შემოქმედებითი წერის მასწავლებელი და ეხმარებოდა უნივერსიტეტებს წერითი პროგრამების შემუშავებაში.

ადამსის ნამუშევრები გვხვდება მის საკუთარ წიგნებსა და მოთხრობების კრებულებში, მოთხრობათა ანთოლოგიაში და ჟურნალებში. [4] მისი ესეები, მოთხრობები და სტატიები, სხვა ჟურნალებთან ერთად, გამოქვეყნებულია Meanjin- ში, The New York Times Book Review, Panorama, Quadrant, Southerly, Westerly, The Sydney Morning Herald, The Observer და The Village Voice .

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლენდა ემილი ფელტონი დაიბადა რაიდში, ახალი სამხრეთ უელსი, სიდნეის გარეუბანი. ის იყო ორი შვილიდან უმცროსი. სწავლობდა ფორტ-სტრიტის დაწყებით სკოლაში ორი წლის განმავლობაში და სიდნეის გოგონების საშუალო სკოლაში სიდნეის უნივერსიტეტში [5] წასვლამდე, სადაც დაამთავრა წარჩინებით ინდონეზიური ენის მიმართულება. [6]

ის იყო ავსტრალიის პრემიერმინისტრის, ჯონ ჰოვარდის ბიძაშვილი, მაგრამ ჰქონდა საპირისპირო პოლიტიკური შეხედულებები და სურდა, გამხდარიყო პოლიტიკური ჟურნალისტი. [6] იგი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში, როდესაც მოიპოვა სტიპენდია კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლაში სწავლისათვის და დაამთავრა მაგისტრატურის საფეხური 1965 წელს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი შეხვდა პოლიტოლოგ გორდონ ადამსს კოლუმბიაში. ისინი 1967 წელს დაქორწინდნენ და განქორწინებამდე შეეძინათ ქალიშვილი კეიტლინი.

იგი მუშაობდა ლექტორად უამრავ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის კოლუმბიის უნივერსიტეტსა და სარა ლოურენსის კოლეჯში. ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ მუშაობა გააგრძელა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სიდნეი . მისი საგანი იყო წერის უნარები და შემოქმედებითი წერა. იგი დაეხმარა უნივერსიტეტს ხელოვნების სამაგისტრო წერის პროგრამის შემუშავებაში. ეს პროგრამა გახდა სამაგალითო სამაგისტრო პროგრამა წერის მიმართულებით მთელს ავსტრალიაში. [6] სიცოცხლის ბოლომდე ის რეგულარულად მოგზაურობდა ნიუ-იორკს შორის, რათა ენახა თავისი ქალიშვილი და ესწავლებინა კოლუმბიასა და სიდნეიში. გლენდა ადამსი გარდაიცვალა 2007 წლის 11 ივლისს სიდნეიში საკვერცხის კიბოსა და ტვინის მეორეულ სიმსივნეებთან ბრძოლის შემდეგ. [6] ის დაკრძალეს 18 ივლისს. [7] მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ავსტრალიის ავტორთა საზოგადოების ორწლიანი ASA მედალი. [8]

ლიტერატურული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამსმა წერა 10 წლის ასაკში დაიწყო, დედის წახალისებით. [6]

კოლუმბიის უნივერსიტეტში ყოფნისას იგი შეუერთდა მხატვრული ლიტერატურის სახელოსნოს და დაიწყო წერა მისი ნამდვილი სახელით. იქამდე ის იყენებდა მამრობითი სქესისთვის ჩვეულ სახელს, რათა მეგობრებს არ გაეგოთ, რომ ის წერდა მხატვრულ ლიტერატურას. [6] მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Ms., The Village Voice და Harper's .

16 წლის შემდეგ, ის დაბრუნდა ავსტრალიაში და გახდა მწერალი დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში, ადელაიდის უნივერსიტეტში და მაკუარის უნივერსიტეტში . მის ლიტერატურულ მეგობრებს შორის იყვნენ ავსტრალიელები რობერტ დრიუ და ქეით გრენვილი (რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა სიდნეის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კურსის სტუდენტს, [9] ) და ამერიკელი გრეის პეილი . [6]

1987 წელს, მისმა მეორე რომანმა, ცეკვა მარჯანზე, მოიპოვა მაილს ფრანკლინის პრემია და ახალი სამხრეთ უელსის პრემიერის ლიტერატურული ჯილდო, მაგრამ მოქალაქობის წესმა განაპირობა რომ ავტორს უარის ეთქვა აღნიშულ ჯილდოზე. სამაგიეროდ, საპრიზო თანხა ახალგაზრდა მწერლის სტიპენდიას მოხმარდა და მას სპეციალური ჯილდო გადაეცა (ფულის გარეშე). [6] მისი მესამე რომანი, გრძელი ფეხი, რომელიც 1990 წელს გამოიცა, ასევე ჯილდოს მფლობელი გახდა. მისი მეოთხე რომანი კლემენცას ქარიშხალი გამოიცა ავსტრალიაშიც და შეერთებულ შტატებშიც 1996 წელს, ხოლო 1998 წელს მისი პიესა მაიმუნების ხაფანგი შესრულდა გრიფინის თეატრში, სიდნეი.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აფინანსებს გლენდა ადამსის სახელობის ჯილდოს ახალი მწერლობისთვის, რომელიც არის ახალი სამხრეთ უელსის პრემიის ერთ-ერთი ლიტერატურული ჯილდო. [10] აღნიშნულ ჯილდოს საბოლოო სახელი დაარქვეს 2008 წელს ადამსის პატივსაცემად. [11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Adelaide, Debra (1988) Australian Women Writers: A Bibliographic Guide, London, Pandora ISBN 0-86358-149-8
  • Dale, John (18 July 2007). „A gift and love for fiction: Glenda Adams, 1939–2007“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 21 January 2015.
  • Glenda Adams Funeral Notice. ციტირების თარიღი: 16 July 2007
  • Who's Who of Australian Writers 2nd ed. (1995), Melbourne, Thorpe, in association with the National Centre for Australian Studies ISBN 1-875589-20-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  3. http://www.austlit.edu.au/run?ex=ShowAgent&agentId=A%2B7x
  4. Glenda Adams Publications and Scripts March 2004. Bryn Mawr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-14. ციტირების თარიღი: 2024-02-17.
  5. MS 76 Guide to the Papers of Glenda Adams. Academy Library, UNSW@ADFA.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Dale (2007) p. 14
  7. Adams, Glenda. AustLit. ციტირების თარიღი: 15 July 2007(ფასიანი რეგისტრაცია)
  8. ASA Medal. Australian Society of Authors. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2017. ციტირების თარიღი: 17 February 2015
  9. review of "Searching for the secret river", 2006-12-06, accessed 2009-08-02. Glenda Adams, along with Paula Hamilton supervised Grenville's Doctorate of Creative Writing in 2006.
  10. UTS Glenda Adams Award for New Writing (9 August 2021). ციტირების თარიღი: 11 August 2021
  11. Message from the Minister.