გიროკოტილიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიროკოტილიდები (Gyrocotyloidea) — პარაზიტული ბრტყელი ჭიების კლასი. გარდამავალი ადგილი უჭირავთ თასმისებრ ჭიებსა და მონოგენეზურ ჭიებს შორის. ჩვეულებრივ მათი სხეულის სირგძეა 2-3 სმ, იშვიათად 10 სმ-მდე. ცნობილია 5 სახეობა. ბინადრობენ ქიმერების სპილარულ სარქველში; გვხვდებიან მსოფლიო ოკეანის სხვადასხვა რიონში. ნაწლავი არა აქვთ. სხეულის ბოლოზე რთული როზეტისებრი მისაწოვარი აქვთ. გიროკოტილიდების კვერცხიდან იჩეკება ლარვა - ე. წ. ლუკოფორა, რომელსაც ბოლოზე ათი თანაბარი კაუჭი აქვს. განვითარების ციკლი პირდაპირია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]