გიორგი ქართველიშვილი (მხატვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ვახტანგის ძე ქართველიშვილი (დ. 30 მარტი, 1919, თბილისი, — გ. 16 მარტი, 1982, თბილისი) — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1966). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1948). 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1970 წლიდან — პროფესორი). ქართველიშვილი იყო სამხატვრო აკადემიის სასწავლო-შემოქმედებითი სახელოსნოს დაარსების (1957) ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი. ნამუშევრები: რელიეფური პანო „უხვი მოსავლის ოსტატები“ (1953; ქაშანური, სურათების ეროვნული გალერეა), შადრევანი „სამაია“ (თანაავტორები ნ. ალექსიძე, თ. ჭყონია, ბრინჯაო 1958, სკვერი შოთა რუსთაველის სახელობის მოედანთან), „ხალხური“ (დოქი ჭიქით, 1963), „ჩიტი“ (დოქი ფიალით, 1964, ორივე — თიხა, შავკრიალა, კუსკოვოს კერამიკის მუზეუმი, მოსკოვი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 883, თბ., 2002.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]