გიორგი საფაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Safarov GI.jpg

გიორგი ივანეს ძე საფაროვი (რუს. Георгий Иванович Сафаров დ. 1891, თავრიზი — გ. 27 ივლისი, 1942) — სომხური წარმომავლობის რუსი რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1908 წლიდან იყო რსდმპ წევრი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიტიკურ ემიგრაციაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლენინთან. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ლენინთან და სხვა ლიდერებთან ერთად ბრუნდება რუსეთში გერმანიის მიერ გამოყოფილი სპეციალური მატარებლით. იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის ლიკვიდაციის ერთ-ერთი ინიციატორი. 1918 წელს მეფის ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ პრესაში გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, რომ მეფის ოჯახი ეკატერინბურგში იყო ევაკუირებული. 1920 წლიდან იქცა პარტიის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ნაციონალურ საკითხებში. თავის ნაწერებში ეხებოდა ახლო და შუა აღმოსავლეთში, შუა აზიაში, ჩინეთსა და ინდოეთში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. 1921 წლიდან იყო კომინტერნის აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი და აღმოსავლეთის განყოფილების უფროსი. იყო გრიგორი ზინოვიევის ფავორიტი. 1926 წლიდან იყო ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის წევრი და მკაცრად აკრიტიკებდა სტალინის კურსს. იმავე წლის მაისში გაგზავნეს პარტიულ გადასახლებაში: დაინიშნა ჩინეთში საბჭოთა კავშირის დიპლომატიური მისიის პირველ მდივნად, ერთი წლის შემდეგ კი სტამბოლში საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობის წევრად. ამ დანიშვნაზე უარის თქმის გამო 1927 წელს გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს აჩინსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, როგორც აღმოსავლეთმცოდნე, ეწეოდა კვლევით და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. კურირებდა კომინტერნის აფრიკულ მიმართულებას. 1929-34 წლებში იყო კომინტერნის აღმოსავლეთ სამდივნოს გამგის მოადგილე. 1935 წლის 16 იანვარს აპატიმრებენ და უსჯიან გადასახლებას. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ცხოვრობს მოსკოვში. 1942 წლის 27 ივნისს ისევ აპატიმრებენ. დახვრიტეს იმავე წლის 27 ივლისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]