იუნკერთა ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი რთველაძის ქუჩა)
იუნკერთა ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი ნავთლუღი
წინა სახელები მთისძირის ქუჩა, იუსტინე მინკევიძის ქუჩა, გიორგი რთველაძის ქუჩა

იუნკერთა ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ნავთლუღი), ნავთლუღის ქუჩიდან სოლომონ დოდაშვილის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში, 1895 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მთისძირის ქუჩა, შემდეგ ეწოდა მთავარმმართველობის საბჭოს წევრის იუსტინე ვასილის ძე მინკევიჩის სახელი. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში. XX საუკუნის 30-იან წლებში გიორგი რთველაძის ქუჩა დაერქვა.[1] 2011 წელს იუნკერთა სახელი ეწოდა (იხ. თბილისის სამხედრო სკოლა).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 144, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. „რამდენიმე ქუჩას სახელი გადაარქვეს“. ghn.ge. 25 მარტი, 2011. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)