გიორგი ანდღულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ანდღულაძე
დ. 20 იანვარი, 1864
22 მარტი, 1948
დაბადების ადგილი ოზურგეთის მაზრა
გარდაცვალების ადგილი პარიზი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
წოდება გენერალ-ლეიტენანტი
ბრძოლები/ომები რუსეთ-იაპონიის ომი
პირველი მსოფლიო ომი
რუსეთის სამოქალაქო ომი

გიორგი ბეჟანის ძე ანდღულაძე (დ. 20 იანვარი, 1864, ოზურგეთის მაზრა22 მარტი, 1948, პარიზი) — რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.

დაამთავრა ოზურგეთის საკლასო სასწავლებელი და თბილისის ქვეით იუნკერთა სკოლა (1887). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05); პოლკოვნიკი (1912). პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა ქვეითთა პოლკს, შემდეგ ბრიგადას; გენერალ-მაიორი (1917). 1917 წ. ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ თეთრი მოძრაობის რიგებში იბრძოდა; მეთაურობდა ბრიგადას, შემდეგ დივიზიას „რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების“ შემადგენლობაში. 1920 წ. ნოემბ. ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ თავი შეაფარა ბულგარეთს, შემდეგ საფრანგეთს. გარდაიცვალა პარიზში. დაკრძალულია იქვე, სენ-ჟენევიევ-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]