გივი ბასილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ბასილაძე (დ. 27 სექტემბერი, 1951, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი. ზოოინჟინერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი.

სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტში, მეძროხეობისა და მეცხენეობის კათედრაში 1977-1979 წლებში. იყო მოსკოვის კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, მერძევეობის კათედრის ასპირანტი დასოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი 1979-1983 წლებში. 1983-1993 წლებში გახდა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, მეძროხეობისა და მერძევეობის კათედრის დოცენტი და 1993-2000 წლებში ამავე ინსტიტუტის, რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრის გამგე, დოცენტი. 2000-2005წლებში ის ასევე გახდა პრორექტორი სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრაში, და ამავე კათედრის გამგე, პროფესორი. იყო რძისა და ხორცის გადამუშავების ტექნოლოგიის კათედრის გამგე 2005-2006 წლებში, ხოლო 2014-2016 წლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულება "რძისა და რძის გადამუშავების ტექნოლოგიის საგნის" ხელმძღვანელი და პროფესორი, ხოლო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის კონსულტანტი 2016 წლიდან. ასევე 2017 წლიდან გახდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს კოორდინატორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი - თბ., 2019, გვ. 398 - ISBN: 9789941810176
  • სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი - თბ., 2019, გვ. 202 - ISBN: 9789941810169
  • აგრარული ნანოტექნოლოგიების სახელმძღვანელო - თბ., 2015, გვ. 172 - ISBN: 9785937281487
  • რძის მიღება და პირველადი დამუშავება ფერმერებისათვის - თბ., 2015. გვ. 6
  • მერძეული ნახირის შექმნის სახელმძღვანელო - თბ., 2015. გვ. 7

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები - თბ., 2012. გვ. 266

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]