გივი აბდუშელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბდუშელიშვილი.

გივი ვალერიანის ძე აბდუშელიშვილი (დ. 2 მაისი, 1921, თბილისი — გ. 19 დეკემბერი, 2001) — ქართველი ჰიგიენისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სამხედრო სამსახურში ყოფნისას მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1962–1965 წლებში იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კვების ლაბორატორიის გამგე. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტად დიეტოლოგიაში. 1974–1988 წლებში იყო გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (1988 წლიდან — დირქტორის მრჩეველი), 1976 წლიდან ჰიგიენისტთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავჯდომარეა.

აბდუშელიშვილის კვლევის საგანია მოსახლეობის კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკვები პროდუქტების გაუვნებელობა, აგრეთვე ცილის ახალი წყაროების სამედიცინო-ბიოლოგიური შეფასება. შემუშავებული და სამედიცინო პრაქტიკაში დანერგილი აქვს სხვადასხვა პროფესიის პირებისათვის კვების დღიური ნორმები, რეკომენდაციები. სიმსუქნის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის შედგენილი აქვს ქართული კერძების რეცეპტები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]