გია აზმაიფარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია აზმაიფარაშვილი
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1957(1957-06-21) (66 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი, პედაგოგი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

გია აზმაიფარაშვილი (დ. 21 ივნისი, 1957, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1982-1985 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ტყვარჩელის აკარმარის მედიკო-სანიტარული ნაწილის ქირურგი. 1985-1987 წლებში მუშაობდა მიზნობრივი კლინიკური ორდინატურა ქირურგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური, პედიატრიული და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ქირურგიულ სნეულებათა №2 კათედრაში და ქალაქის №1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე. 1987-1988 წლებში იყო თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს ცენტრალური მიმღები განყოფილების ექიმი-ქირურგი. 1988 წელს მუშაობდა მოსკოვის პიროგოვის სახელობის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიის კათედრაზე, №55 საავადმყოფოს ბაზაზე. 1988-1996 წლებში იყო თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს №2 ქირურგიული განყოფილების ექიმი-ქირურგი. 1996 წლიდან — თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს შპს „გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის“ ექიმი-ქირურგი. 1991 წლიდან იყო პასუხისმგებელი ქირურგი. 1998 წლიდან ექიმი-ენდოსკოპისტი. 2002-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის ექიმი-ექსპერტი. 2005 წელს მუშაობდა მოსკოვის №7 საავადმყოფოს ბაზაზე, ენდოსკოპიური განყოფილების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის, ლაპარასკოპიული მეთოდებისა და ენდოსკოპიური (რეტროგრადული ქოლანგიოგრაფია, პაპილოსპინქტეროტომია) მეთოდების ათვისებაზე. 2004 წლიდან იყო ჯანმრთელობის სახლის ენდოსკოპისტი. 2017 წლიდან იყო დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ენდოსკოპისტი. 1995-1997 წლებში იყო თბილისის №3 სამედიცინო ტექნიკუმის ქირურგიის კურსის პედაგოგი. 1992-1999 წლებში — სამედიცინო ინსტიტუტი „ესკულაპის“, ქირურგიის კურსის პედაგოგი. 1997 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემის, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო პედაგოგიური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომში დოცენტი და პროფესორი. 2009-2015 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი. 2015 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №2 ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. არის 94 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, 4 სასარგებლო მოდელის, 5 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „არაკლოსტრიდიული ანაერობული პერიტონიტის კლინიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებანი“, დაიცვა 1992 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „მუცლის ღრუს ჭრილობების კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შერჩევა“, დაიცვა 2002 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუცლის ღრუს ჭრილობები, თბ., 2003, გვ. 284

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 14
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 301

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]