გზის სატკეპნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გზის სატკეპნი

გზის სატკეპნიგრუნტის, გზის საფუძვლისა და საფრის დასატკეპნი მანქანა; იყენებენ რკინიგზების, საავტომობილო გზების, აეროდრომების, სამრეწველო, სამოქალაქო და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის დროს. გადაადგილების ხერხის მიხედვით განასხვავებენ თვითმავალსა და მისაბმელ გზის სატკეპნებს, მოქმედების პრინციპის მიხედვით კი — სტატიკურსა და ვიბრაციულს. გზის სატკეპნის მუშა ორგანოების ხისტი ფოლადის ვალცების ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი, ცხრილა ან მუშტებიანი. ზოგიერთ კონსტრუქციაში ხისტი ვალცები შეცვლილია პნევმატიკური სალტეებით. ორ- ან სამგლუვვალციან მუშტებიანისა და პნევმატიკურსალტიან თვითმავალ სატკეპნებს იყენებენ უმთავრესად გზის საფრის შესამკვრივებლად. შემკვრივების ეფექტურობას განსაზღვრავს გზის სატკეპნის მასა, რომლის გასადიდებლად მას ბალასტით ტვირთავენ. მოძრაობის სიჩქარე 2-8 კმ/სთ. მასის მიხედვით გამოიყოფა ხელის (1 ტ-მდე), მძიმე (16 ტ-ზე მეტი) და ზემძიმე (100 ტ-მდე და მეტი) გზის სატკეპნები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]