გველკისერა კუსებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გველკისერა კუსებრნი
Chelus fimbriatus 2005.jpg
მატამატა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chelidae (Gray, 1825)

გველკისერა კუსებრნი (ლათ. Chelidae) — ქვეწარმავლების ოჯახი გვერდკისერა კუების ქვერიგისა. ოჯახი შეიცავს 10 გვარსა და 30 სახეობას. გველკისერა კუსებრნი გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკასა, ავსტრალიასა და ახალი გვინეის მდინარეებსა და ტბებში. ავსტრალიურ გველკისერა კუს (Chelodina londicollis) ბრტყელი ოვალური ჯავშანი აქვს. დებს 15-25 კვერცხს. სამხრეთ ამერიკაში გვხვდება ჰიდრომედუზა და მატამატა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]