გესნერიასებრნი
იერსახე
| გესნერიასებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Haberlea rhodopensis | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Gesneriaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
გესნერიასებრნი (ლათ. Gesneriaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები, იშვიათად ბუჩქები ან ხეები, ზოგჯერ ლიანები. ტროპიკული გესნერიასებრთაგან ბევრი ეპიფიტია. აქვს დიდი, მკვეთრად შეფერილი ორსქესიანი ყვავილები.
აერთიანებს 1800-ზე მეტ სახეობას, რომლებიც უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. გენერიასებრთა ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით გლოქსინია და უზამბარის ია, ოთახისა და ორანჟერეის დეკორატიული მცენარეებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 129.