გერმანიის მარშალის ფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გერმანიის მარშალის ფონდი
ინგლ. German Marshall Fund
The German Marshall Fund of the United States logo.svg
German Marshall Fund DC.JPG
R and New Hampshire.jpg
დევიზი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად
ინგლ. Strengthening Transatlantic Cooperation
აბრევიატურა GMF, ასევე GMFUS
შეიქმნა 1972
ტიპი ანალიტიკური ინსტიტუტი და ორგანიზაცია
ატარებს სახელს მარშალის გეგმა
დამფუძნებელი (-ები) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
http://www.gmfus.org/

გერმანიის მარშალის ფონდი (ინგლ. German Marshall Fund) (სრული სახელი - ამერიკის შეერთებული შტატების გერმანიის მარშალის ფონდი (ინგლ. German Marshall Fund of the United States), შემოკლებით - GMF) — დამოუკიდებელი არაპარტიული საჯარო ანალიტიკური და გრანტის გამცემი ინსტიტუტიცია, რომლის მიზანი არის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობაა.

ფონდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მარშალის გეგმის 25-ე წლისთავზე, 1972 წელს, დაფუძნდა. ფონდის დაარსებისას ჰარვარდში წარმოთქმულ სიტყვაში გერმანიის კანცლერმა ვილი ბრანდტმა აღნიშნა, რომ „ჩემს მთავრობას სურდა მარშალის გეგმის დაწყების 25-ე წლისთავის აღნივნა უფრო მეტით, ვიდრე სიტყვებით. გერმანიის მთავრობამ, პარლამენტის ნებართვით, გამოყო გარკვეული თანხები მარშალის მემორიალური ფონდის შესაქმნელად. ეს თანხა გამოყოფილია ამერიკა-ევროპის კვლევებისა და კვლევითი პროექტებისთვის.[1]

GMF-ის საქმიანობის სფერო მოიცავს ტრანსატლანტიკური და გლობალური საკითხების კვლევასა და ანალიზს; საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებასა და ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროს ლიდერების შეხვედრების მოწყობას; გაცვლითი პროგრამები ევროპელი და ამერიკელი ლიდერებისთვის; დემოკრატიის გაძლიერების ინიციატივების მხარდაჭერა.[2] ფონდის ძირითადი საქმიანობა არის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ლიდერებოა და სამოქალაქო საზოგადოება.[3]

გერმანიის მარშალის ფონდის შტაბ-ბინა ქალაქ ვაშინგტონში მდებარეობს, ხოლო მისი რეგიონალური ოფისები რამდენიმე ევროპულ დედაქალაქში. [2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბრანდტი, ვილი (1976), People and Politics. The Years 1960-1975. ("Begegnungen und Einsichten. Die Jahre 1960-1975."), с. 308
  2. 2.0 2.1 About Us. German Marshall Fund. ციტირების თარიღი: 18 July 2013.
  3. About Us.