გეორგ აგრიკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრიკოლა.
გეორგ აგრიკოლა
Georgius Agricola.jpg
დაბ. თარიღი 24 მარტი 1494(1494-03-24)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი გლაუხაუ[5] [2]
გარდ. თარიღი 21 ნოემბერი 1555(1555-11-21)[1] [2] [3] [4] (61 წელი)
გარდ. ადგილი კემნიცი[5] [2]
დასაფლავებულია მეფეთა ტაძარი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
ეროვნება გერმანელები
სამეცნიერო სფერო გეოლოგია[2] , მინერალოგია და მაღარო
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი

გეორგ აგრიკოლა (ლათ. Georgius Agricola; ნამდვილი სახელი და გვარია გეორგ ბაუერი; დ. 24 მარტი, 1494, გლაუხაუ — გ. 21 ნოემბერი, 1555, კემნიცი) — გერმანელი ექიმი, მინერალოგი და მეტალურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1514-1518 წლებში ფილოლოგიას სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. 1518-1522 წლებში იყო ცვიკაუში სკოლის რექტორი. 1521 წლიდან ლაიფციგში სწავლობდა მედიცინას. მუშაობდა ქალაქის ექიმად, ჩეხეთის სამთამადნო და მეტალურგიული მრეწველობის ცენტრში — ქალაქ იახიმოვში.

პირველმა შეადგინა სასარგებლო წიაღისეულის, მისი დამუშავების ხერხებისა და მეტალურგიული პროცესების სისტემატური აღწერილობა, შეისწავლა 20 ახალი მინერალი და დაადგინა გარეგანი ნიშნების მიხედვით მათი განსაზღვრის მეთოდები, აღწერა მაღაროებში გავრცელებული დაავედებანი, გამოიკვლია მათი გამომწვევი მიზეზები და შეიმუშავა ამ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა.

აგრიკოლა პროფესიონალური ჰიგიენის ერთ-ერთი პიონერია. მისი შრომა „სამთო საქმისა და მეტალურგიისათვის“ (დაიწერა 1550, გამოქვეყნდა 1556) ორი საუკუნის მანძილზე ითვლებოდა სამთო ტექნიკისა და მეტალურგიულ სახელმძღვანელოდ. გეორგ აგრიკოლა გარდაიცვალა 1555 წლის 21 ნოემბერს ქალაქ ხემნიცში.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • De natura corum qual effluunt ex terra, Venetiis, 1553;
  • De Peste, Basileae, 1554.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]