გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფედერალური სააგენტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფედერალური სააგენტო
Федеральное агентство геодезии и картографии
უწყების შესახებ
შეიქმნა 1919 წლის 15 მარტი
2004 წლის 20 მაისი
წინამორბედი უწყება რუსეთის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფედერალური სამსახური
გაუქმდა 2009 წლის 1 მარტი
მომდევნო უწყება სახელმწიფო რეგისტრაციის, კადასტრისა და რეგისტრაციის ფედერალურ სამსახური
იურისდიქცია რუსეთის მთავრობა

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის ფედერალური სააგენტო (რუს. Федеральное агентство геодезии и картографии; Роскартография — „როსკარტოგრაფია“) — აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანო.

შეიქმნა როგორც უმაღლესი გეოდეზიური სამმართველო (უგს) 1919 წლის 15 მარტს. 1935 წლის 15 ივნისიდან სსრკ შსსკ სახელმწიფო აგეგმვისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველო. 1938 წლის 23 სექტემბრის სსრკ სახალხო კომისართა საბჭოს № 1196 დადგენილებით გამოეყო შსსკ-ს და გარდაიქმნა სსრკ სკს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოდ. 1967 წლის 10 მაისს გარდაიქმნა სსრკ მინისტრთა საბჭოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოდ. 1991 წლის 20 აპრილს დაარსდა რსფსრ მინისტრთა საბჭოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველო (რსფსრ „გლავკარტოგრაფია“). 1992 წლის 30 სექტემბერს შეიქმნა რუსეთის გეოდეზისა და კარტოგრაფიის ფედერალური სამსახური („როსკარტოგრაფია“).

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2008 წლის 12 მაისის N 724 ბრძანებითა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2008 წლის 5 ივნისის N 431 დადგენილებით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს. რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით გაუქმდა 2009 წლის 1 მარტიდან; ფუნქციები გადაეცა სახელმწიფო რეგისტრაციის, კადასტრისა და რეგისტრაციის ფედერალურ სამსახურს (რეორგანიზებულ „როსრეგისტრაციას“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геодезия, картография, геоинформатика, кадастр: Энциклопедия. В 2-х т. М.: Геодезкартиздат, 2008. — Т. 1. — С. 166–169.