გენჩ-ოგლუევის სახლი
| გენჩ-ოგლუევის სახლი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | დონის როსტოვი |
| ძეგლი | |
| არქიტექტორი | ალექსანდრ პომერანცევი |
| გახსნა | 1880-1883 |
| ტიპი | ეკლექტიკა |
![]() | |
გენჩ-ოგლუევის სახლი (რუს. Дом купца Генч-Оглуева) — პირველი მრავალსართულიანი საგადასახადო სახლი დონის როსტოვში[1]. მდებარეობს ბალშაია სადოვაიის და სემაშკოს შესახვევის კუთხეში. აგებულია 1883 წელს ალექსანდრე პომერანცევის პროექტის მიხედვით ვაჭარ სტეფან გენჩ-ოგლუევისათვის[2]. აგებულია ეკლექტიკის სტილში და გააჩნია ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1870-იანი წლების ბოლოს უდიდესმა როსტოველმა ვაჭარმა სტეფან გენჩ-ოგულევმა გადაწყვიტა აეშენებინა საკუთარი საგადასახადო სახლი. სახლის აშენება სთხოვა არქიტექტორ ალექსანდრ პომერანცევს. სავაჭრო სახლის მშენებლობა დაიწყო 1880 წელს და დასრულდა 1883 წელს. პომერანცევისთვის ეს იყო როსტოვში აშენებული პირველი სახლი[2].
ვაჭარმა გენჩ-ოგულევმა სახლი გააქირავა. პირველ სართულზე მიმდინარეობდა ვაჭრობა, ხოლო მის ზემოთ განთვსებული იყო კანტორები და ბინები. გენჩ-ოგლუევის სახლში გარკვეული პერიოდი მდებარეობდა გაზეთ „აზოვისპირეთის მხარის“ სტამბა. აქვე 1897 წლიდან 1909 წლამდე მდებარეობდა ვოლგა-კამის ბანკის ოფისიც[2].
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. 1925 წლისათვის აქ განათავსეს სამხრეთ-აღმოსავლეთის კომერციული სააქციონერო ბანკი, დონის როსტოვის რაიონის „ნავთობსინდიკატის“ სამმართველო, მაღაზია „ხორცპროდუქტი“ და სხვ. მეორედან მეოთხე სართულის ჩათვლით განთავსდა საცხოვრებელი ადგილები. 1930-იან წლებში შენობაში გაიხსნა თევზის მაღაზია[1].
მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა შენობის სახურავი. 1948-1949 წლებში სახლი აღადგინეს გ. კალაიჯანის პროექტის მიხედვით. გარემონტების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა შენობის იერსახე[1].
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი ოთხსართულიანია. არქიტექტურაში ჰარმონიულადაა შერწყმული სხვადასხვა არქიტექტურული სტილი[2]. აგებულია ეკლექტიკის სტილში, თუმცა ფასადი მორთულია ბაროკოს სტილში, რუსტები და სანდრიკები შეიცავს კლასიციზმის ელემენტებს, ხოლო ფრონტონი შეიცავს გოთიკის ელემენტებს[2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Роль здания доходного дома в жизни города. grants.rsu.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-11-07. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Швецов С. Д. На высоком донском берегу: Очерки из прошлого Ростова. — Ростов, 1982. — С. 61—62.
