შინაარსზე გადასვლა

გენოფონდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გენოფონდი (ბერძ. γένος — გვარი და ფონდი) — სახეობის მთელი დასახლების ან ცალკეული პოპულაციის ორგანიზმთა გენების სხვადასხვა ფორმის (ალელთა) ერთობლიობა. ტერმინი შემოიღო რუსმა მეცნიერმა ა. სერებროვსკიმ 1928 წელს. გარდა სახეობრივი ნიშნებისა, ყოველ ორგანიზმს აქვს ინდივიდუალური გენოოტოპური თავისებურებები, რომლებიც სახეობის გენოფონდში ერთიანდება. ბუნებრივი გადარჩევის შედეგად სახეობა თავის მემკვიდრულ ფონდში აგროვებს გენთა უფრო ხელსაყრელ ერთობლიობას. ევოლუციურ პროცესში გენოფონდი ახალ სახეობათა წარმოქმნის საფუძველია. მუტაციური პროცესი პოპულაციის ან სახეობის გენოფონდის ცვლილებას იწვევს.

სახეობათა გენოფონდი შესწავლას და სასოფლო სამეურნეო მცენარეებსა და ცხოველებში ცვალებადი მემკვიდრული ნიშნების ინვენტარიზაციას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.