გელური ფეხბურთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელური ფეხბურთი

2009 წლის ეროვნული ლიგის ფინალი
უმაღლესი ორგანო გელური ათლეტიკის ასოციაცია (GAA)
მეტსახელი Caid
ფეხბურთი
გელური
პირველი თამაში 1802
რეგისტრირებული მოთამაშე 1887
კლუბები 2,500-მდე
მახასიათებლები
წევრები 15
შერეული სქესი მამრობითი
აღჭურვილობა საფეხბურთო
ოლიმპიადა არაოლიმპიური

გელური ფეხბურთი (ირლ. Peil Ghaelach; მოკლე ფორმა Peil ან Caid) — ეროვნული სპორტის სახეობა ირლანდიაში, რომელსაც თამაშობს ორი 15 კაციანი გუნდი. ორივე გუნდის მოთამაშეების მიზანია, გადაცემების მეშვეობით ბურთი გაიტანონ მოწინააღმდეგე გუნდის ორ ვერტიკალურ ძელს შორის არსებულ კარში, რომელიც მიწიდან 2.5 მეტრის სიმაღლეზე გაყოფილია განივად.

გელურ ფეხბურთს თამაშობენ სფერული, ტყავის ბურთით. მოთამაშეებს უფლება აქვთ: ბურთი ატარონ თან, დაარტყან, ხელით გააკეთონ გადაცემა და აიგდონ (ფეხის წვერით დაარტყან ბურთს და ხელში დაიჭირონ). თამაშში ანგარიშის შეცვლის ორი სახე არსებობს: გოლები და ქულები. ქულა გუნდს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ხელით ან ფეხით დარტყმული ბურთი გადაივლის ჰორიზონტალური ძელის ზევით, ამ შემთხვევაში ქულა ფიქსირდება თეთრი ალმის აწევით. გოლი ითვლება მაშინ, როდესაც ფეხით დარტყმული ბურთი გავა ძელს ქვევით, ბადეში. გოლი ფიქსირდება მწვანე ალმის აწევით. გელური ფეხბურთის პოზიციები მსგავსია ფეხბურთის სხვა სახეობების პოზიციების და მოიცავს ერთ მეკარეს, 6 მცველს, 2 ნახევარმცველს და 6 თავდამსხმელს.

ეს სპორტი არის ერთ-ერთი სახე ფეხბურთის, რომელიც წარმოშობილია ტრადიციული ირლანდიური თამაშებისგან. მას ძირითადად ირლანდიაში თამაშობენ, თუმცა ასევე გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გელური ფეხბურთი არის ერთ-ერთი იმ ოთხი სპორტიდან, რომელსაც აკონტროლებს გელური ათლეტიკის ასოციაცია, უდიდესი სპორტული ორგანიზაცია ირლანდიაში. გელური ფეხბურთი ჰარლინგთან და კამოგისთან ერთად დღემდე რჩება იმ ერთ-ერთ სპორტად რამდენიმედან, რომელიც ინარჩუნებს მკაცრ სამოყვარულო სახეს, სადაც იკრძალება მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისა და მსაჯებისათვის ნებისმიერი სახის ანაზღაურების გადახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]