გაუპატიურების კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გაუპატიურების შემთხვევების სტატისტიკა (სამართალდამცავების ანგარიშის მიხედვით) 100 000 მოსახლეზე, 2010-2012 წლები

გაუპატიურების კულტურასოციოლოგიური თეორია იმ გარემოს შესახებ, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია, რასაც გენდერისა და სექსუალობის მიმართ არსებული საზოგადოებრივი მიმართებები განაპირობებს.[1]

ქცევები, რომლებიც ხშირადაა დაკავშირებული გაუპატიურების კულტურასთან, მოიცავს მსხვერპლის დადანაშაულებას, ე.წ. სლათშეიმინგს, სექსუალურ განივთებას, გაუპატიურების ტრივიალიზებას, გაუპატიურების გავრცელებულობის უარყოფას, სექსუალური ძალადობის მიერ მოყენებული ზიანის აღიარების უარყოფას ან ჩამოთვლილთა გარკვეულ კომბინაციას.[2] გაუპატიურების კულტურის ცნებას იყენებენ სოციალურ ჯგუფებში არსებული ქცევის აღსაწერად და განსამარტად, მათ შორის ციხეში გაუპატიურებისა და კონფლიქტის რეგიონებში არსებული საომარი სექსუალური ძალადობის.

გაუპატიურების კულტურის ცნება მეორე ტალღის ფემინისტებმა შეიმუშავეს, დიდწილად აშშ-ში 1970-იან წლებში. გაუპატიურების კულტურის არსებობასა და პრობლემურობას ბევრი სოციალური მოძრაობა უსვამდა ხაზს, მათ შორის SlutWalk და Me Too.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Olfman, Sharna (2009). The Sexualization of Childhood. ABC-CLIO, გვ. 9. 
  2. Attenborough, Frederick (2014). „Rape is rape (except when it's not): the media, recontextualisation and violence against women“. Journal of Language Aggression and Conflict. 2 (2): 183–203. doi:10.1075/jlac.2.2.01att.