განხილვა:Someone Saved My Life Tonight

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აუცილებელია ტირე (თუ რაც არის)? მთავარია, რომ წერია, რომ ’არის’ სიმღერა. რომელიმე სტანდარტი მოითხოვს ტირეს ჩასმას?

მე ხომ ტირე არ მქონია (არც -, არც —), მეწერა ’არის’. — BH განხილვაწვლილი 16:40, 27 იანვარი 2011 (UTC)

ვიკიპედიის სტილი და ჩვეულება, ასევე მისწრაფება სტანდარტიზაციისაკენ. გარდა ამისა, ვიკიშეხვედრაზე, რომელსაც აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობა ვესწრებოდით 15 იანვარს (თქვენ სამწუხაროდ არ იყავით), გადავწყვიტეთ, რომ ტირე გამოვიყენოთ ყველგან... — დავით პასუხი 16:41, 27 იანვარი 2011 (UTC)
Mr. Floyd, ჩემი (მო)თხოვნა იქნება, ამის შემდეგ სტატიებში ტირე გამოიყენოთ :). ეს ჩემი პრინციპი არაა... უბრალოდ ასე შევთანხმდით :). — დავით პასუხი 16:46, 27 იანვარი 2011 (UTC)
კარგი იქნებოდა, თავის დროზე რომ გეთქვათ ეს ჩემთვის - თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი აქტიური წევრი ვარ (და ჩემს გარდა მაქსიმუმ ერთი ადამიანი, აიტიშნიკი წერს მუსიკაზე). ყოველ შემთხვევაში, მადლობა ამ ინფორმაციისათვის. უბრალოდ 10 დღის წინ ეს მაინც რომ გეთქვათ, ამ დღეებს მოვანდომებდი სტატიებში ცვლილებების შეტანას. — BH განხილვაწვლილი 16:46, 27 იანვარი 2011 (UTC)

ენციკლოპედიას სიტყვა "არის" არ უხდება. — ჯაბა ლაბაძე () 16:47, 27 იანვარი 2011 (UTC)

(ისე, ჩემი აზრით, კი უხდება, მაგრამ ეგ ტირეც რუსულის გავლენით დამკვიდრდა ქართულში – რუსებს ხომ ზმნა "არის" არ აქვთ, მაგრამ ეს ჩვენი შესაცვლელი არაა...). Mr. Floyd, თუკი დაგაზარალეთ, ბოდიშს მოვითხოვ შეუტყობინებლობისათვის :). თუმცა, არა მგონია დიდი პრობლემა იყოს ეს... მეც მოგეხმარებით ტირეებად გადაკეთებაში. არაა აუცილებელი ეს ერთბაშად, ერთ დღეს მოხდეს, თანდათან ყველაფერს მოვუვლით :) — დავით პასუხი 16:50, 27 იანვარი 2011 (UTC)
ჯაბა, ზოგადად ენციკლოპედიაზეა საუბარი თუ ქართულზე? მაშინ რატომ წერია მაგალითად, ინგლისურში ’Exodus is a 1995 album by The New Power Generation’ და არა ’Exodus — a 1995 album by The New Power Generation’???? — BH განხილვაწვლილი 16:51, 27 იანვარი 2011 (UTC)
არა, ეს მარტო ქართულ და რუსულენოვან ენციკლოპედიაშია ასე. პირველი წინადადება შემასმენლის გარეშე (უკვე დამკვიდრებულია). — დავით პასუხი 16:52, 27 იანვარი 2011 (UTC)