განხილვა:Erga omnes

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხომ არ გადავიტანოთ Erga omnes-ზე? --გოტა (პასუხი) 11:35, 26 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

დავიჯერო ამ ვალდებულებებს ქართული სახელწოდება არ აქვს? მაგ. გერმანულად de:Absolutes Recht ცანგალა () 22:46, 26 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს გერმანული ტექსტების გარდა სხვა ენებზე არ კითხულობთ. შეგიძლიათ ნახოთ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barcelona Traction case [(Belgium v Spain) (Second Phase) ICJ Rep 1970 3 at paragraph 33. გადაწყვეტილება ინგლისურად და ფრანგულადაა (სასამართლოს ორ ოფიციალურ ენაზე). erga omnes არც ინგლისურად ნიშნავს რაიმეს და არც ფრანგულად, მაგრამ ორივე ენაზე გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს ლათინურ ტერმინს. გარდა ამისა შეგიძლიათ ნახოთ სტატია: INTERNATIONAL CRIMES: JUS COGENS AND OBLIGATIO ERGA OMNES, M. CHERIF BASSIOUNI www.law.duke.edu-ზე; ასევე, http://www.britannica.com/EBchecked/topic/291011/international-law/233503/Hierarchies-of-sources-and-norms#ref=ref794940; ასევე, International Law, Malcolm Shaw (კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა) გვერდი, 116; გარდა ამისა შეგიძლიათ იხილოთ ვიკიპედიის სტატიები იმავე თემაზე ინგლისურად, ესპანურად, პორტუგალიურად, იტალიურად და კატალუნიურად. ყველა იყენებს ლათინურ ტერმინს erga omnes-ს.

გარდა ამისა, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის დოქტრინა და პრაქტიკა ხშირად იყენებს ლათინურ ტერმინებს, ასევე განსაკუთრებით საერთო სამართლის ქვეყნები (ინგლისი, უელსი, ირლანდია, აშშ, ავსტრალია, კანადა და აშ) ასევე რომანული სამართლის ქვეყნები (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და აშ), შედარებით ნაკლებად გერმანული სამართლის ქვეყნები (მათ შორის გერმანია და რუსეთი ;)), თუმცა, გამონაკლისია ავსტრია სადაც არ ერიდებიან ლათინური ტერმინების გამოყენებას.

ძალიან სასაცილო იქნება ის არგუმენტი ყველა ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისთვის, რომ სამართლის ლათინური ტერმინების გამოყენება მათ ენას "ბილწავს" და "რყვნის". ჭინკა 12:00, 27 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქართული წყარო ხომ არა გაქვთ? აქ [1] კი ვიპოვე. ალბათ სათაურში „ვალდებულებები“ ზედმეტია, როგორც ზემოთ გოტამ აღნიშნა. - Island 02:07, 28 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა საინტერესოა იმ ქართული ვებსაიტის არსებობა არ ვიცოდი. სხვათაშორის მეც ვიფიქრე რო ზედმეტია ვალდებულებები, მაგრამ მოკლედ ერგა ომნეს კიდე სხვა რამესაც ნიშნავს ცალკე აღებული ინგლისურ საკუთრების სამართალში მოკლედ რო დავასრულებ სტატიას დავწერ დეტალურად. ხოდა როგორც ჩანს ამ ქართული წყაროს დამწერმა არ იცის ამის შესახებჭინკა 00:17, 1 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მემგონი გადასატანია. იხილეთ წყარო Erga omnes Gobrona განხილვაწვლილი 18:50, 13 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]