განხილვა:Bluetooth

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლათინურის გამოყენება სასურველია მინიმუმამდე დავიყვანოთ. Bluetooth ქართულად სჯობს იყოს "ბლუთუზი" - ალსანდრო 67.142.130.31 03:10, 16 მარტი 2006 (UTC)[უპასუხე]

იქნებ გადამისამართება მაინც გაგვეკეთებინა? Bluetooth-იდან --შოთა [UT] 10:40, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბლუთუზი კარგი მაგალითია იმისა, რომ ზოგიერთი სიტყვა ქართულ ენაში მკვიდრდება არასწორი ფორმით და ეს ფორმა უკვე სწორია. თავში არავის მოუვა, რომ Bluetooth-ს ბლუტუთი უწოდოს. :) Deu. 05:41, 29 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

th ბოლოში მაინც ზ გამოდის. ენის დამხმარე მეგზურიდან გამომდინარე (მაგ. Rutherford, რეზერფორდი). მაგრამ აქ იმაშია საქმე, რომ სასტიკად გვეხამუშება ტ-ს თქმა და თ- გვირჩევნია (შენს მაგალითზე არ ვამბობ, ზოგადად იმას ვგულისხმობ, რომ ლამის ყველა ტ ავტომატურად თ-ს სახით გადმოგვაქვს). --Henry McClean განხილვაწვლილი 07:38, 29 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

კი, უკანასკნელ პერიოდში ნასესხებ სიტყვებში მხოლოდ. მათ საპირისპიროდ კი, შედარებით ადრე შემოსული სიტყვები ქართულ ენაში, პირიქით, ფშვინვიერი ბგერებით ეხამუშება ყურს: მანჩესთერი, იორქი და უოშინგთონი, მაგალითად. თუკი ოდესმე გვეღირსა ქართული ენის ახალი ნორმები, ჩემი აზრით, გარკვეული ქრონოლოგიური ზღვარი უნდა დაწესდეს და ფშვინვიერი ბგერებით გადმოიცეს ახალი ნასესხობები, ხოლო ძველებში დარჩეს ტ, კ. თუმცა, ეს ჩვენი საქმე არაა, სამწუხაროდ ვიღიმი. Deu. 08:11, 29 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]