განხილვა:Anime

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წინააღმდეგი ვარ. ქართულად მაგას ძებნაში არავინ ჩაწერს რადგან ტერმინი ინგლისური წარმოშობისაა.

ეგ საკმარისი არგუმენტი არაა. - ალ-ო () 09:14, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქართველი მომხმარებელი ქართულენოვან ვიკიპედიაში ქართულად მოიძიებს ვიდრე ლათინურად. ამისათვის არსებობს სხვაენოვანი ვიკიპედიები. Zangala 10:23, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ნებისმიერი უცხოენოვანი ტერმინისათვის უნდა არსებობდეს რედირექტი მისი ორიგინალიდან – არავინ არ იცის სად და რა ფორმით შეხვდება იგი მომხმარებელს, მაგალითად შეიძლება სადმე გაზეთში წაიკითხოს "... ეს მხტვარი ცნობილია თავისი ნამუშევრებით Anime სტილში...", და მოინდომოს ნახოს, რა არის ეს Anime. სრულებიტ არ არსებობს იმის გარანტია რომ მან ინგლისური იცოდეს და ინგლისურ ვიკიში შესძლოს მოძებნა, არც იმის გარანტია არის რომ მან საერთოდ იცის რომ ეს ინგლისურენოვანი წარმოშობის სიტყვაა. ის შემოვა აქ, ქართულ ვიკიპედიაში და... და ვერაფერს ვერ იპოვის, თუმცა მისი მიზანი მისგან კოდის ერთადერთი სტრიქონით იქნება დაშორებული. ისე, მაგალითად სამკურნალო მცენარეებზე ინფორმაციის მაძიებლები ლათინურ ვიკიში ხომ არ გავუშვათ ბარემ? :)

აქვე მინდა ვთქვა, რომ შემდგომში, ანიმეს შესახებ სტატიების დაწერისას, მე ვაპირებ ვისარგებლო რუსული ვიკიპედიის მაგალითით http://ru.wikipedia.org/wiki/Википедия:Статьи_об_аниме_и_манге, (შაბლონების გადაკეთებაში თუ დამეხმარება ვინმე...) რადგან იმის მიუხედავად რომ მე ძალიან გამიხარდა აქ ციცინათელების საფზე სტატიის დანახვა, ძალიან საწყენია რომ მისი მოძება შეუძლებელია იმ სახელების მიერ, რომლითაც ის 99.9% შემთხვევაში შეხვდება მომხმარებელს ლიტერატურაში, ანუ არც "Grave of the Fireflies" და არც "Hotaru no Haka" არ მიუთითებენ სტატიის გვერდზე, და მეტიც – საერთოდ არ არიან ნახსენები სტატიაში, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მის მოძებნას სტატიის ინდექსაციის შედეგადაც. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – არა მგონია რომ რედაქტორებმა უნდა მოითხოვონ მომხმარებლისაგან უცხო ენების ცოდნა, პირიქით, მათ უნდა შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ, რომ მომხმარებელმა მიაგნოს მისთვის საჭირო ინფორმაციას ქართულ ენაზე. ხელოვნების ნაწარმოების შემთხვევაში ამის მიღწევა შესაძლებელია სტატიაზე რამდენიმე რედირექტის შექმნით – მაგალითად სტატიაზე "Neon Genesis Evangelion" გარდა ამ მთავარი დასახელებისა, უნდა მიუთითებდეს რედირექტები "Shinseiki Evangelion", "NGE" და რა თქმა უნდა ქართული დასახელება – "ახალი თაობის სახარება". Glazier 14:57, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ამ თემაზე განხილვა ვიკიპედიის დაარსებიდან მიდიოდა. სჯობს ჯერ შეიხედო ყავახანის არქივში და მოიძიო მსგავსი თემები. ციც. საფლავში იაპონურად უკვე მითითებულია სახელი, ყველა სხვა ენაზეც ვერ ჩავწერთ. თუ ლათინურად გინდა მოიძიო, გუგლი იმ ენაზე მოგცემს შედეგს სხვა ენოვან ვიკიპედიებში, იქ კი შეგიძლია ნახო ქართულად უკვე არის თუ არა ეს სტატია (მარცხნივ ბმულებში). აქ გადამისამართების გაკეთება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია მიღებული (როცა ქართულა არ ან ვერ იწერება). მოკლედ, არ არის სასურველი ამ თემის ხელახლა წამოწყება, შეიხედე ყავახანაში და თუ მაინც გსურს ამის განიხლვა ჯობია იქვე გახსნა ახალი ქვესათაური და სხვა რედაქტორებიც გაგცემენ პასუხს. - ალ-ო () 19:37, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
ანიმეების დასახელებები ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ქართულად ვერ იწერება – ქართულად შეიძლება დაიწეროს მხოლოდ ის დასახელებები, რომლებიც ცნობილია, თუნდაც მაგალითად რომელიმე ფირმის მიერ ლიცენზიის ყიდვის შედეგადაა გამოცემული საქართველოს ტერიტორიაზე (ესე იგი როცა სახელის თარგმანი უკვე ცნობილი ხდება), ან კინოთატრში იყო ნაჩვენები. ჩვენს შემთხვევაში, როცა უმთავრესად გვაქვს სიტუაცია "For fans & by Fans", პირადად მე არ მინდა ავიღო თავის თავზე რომელიმე სახელის არასწორედ თარგმნის პასუხისმგებლობა, მითუმეტეს თუ შევხედავთ სხვა ენოვან ვიკიპედიებს, დავინახავთ, რომ ეს ყველგან მიებული პრაქტიკაა, როცა სახელის ტრანსლიტერაცია ხდება როგორც ვიკიპედიის მშობლიურ ენაზე, ასევე რომანდზით და ყოველთვის მითითებულია ის სახელი, რომლითაც ის ცნობილია იაპონიის ფარგლებს გარეთ (და ხდება რომ ეს სულ სხვა სახელია ვიდრე იაპონიაში). ავიღოთ მაგალითისათვის იგივე Evangelionი – EN – http://en.wikipedia.org/wiki/Evangelion , DE - http://de.wikipedia.org/wiki/Evangelion , RU - http://ru.wikipedia.org/wiki/Evangelion დ.ა.შ, მიუხედავად იმისა რომ ამ ენებზე არსებობს ამ ანიმეს ლიცეზირებული გამოშვება, და შესაბამისად სახელს აქვს ოფიციალური თარგმანი. რატომ უნდა გამოვიდეს, რომ ისინი უფრო ზრუნავენ მომხმარებლებზე, ვიდრე ჩვენ? ყავახანას რაც შეეხება, საქმე იმაშია რომ მე არ ვარ მიჩვეული ვიკიპედიას და ცოტა არ იყოს დავიბენი... ვინმე თუ დამეხმარება ამაში, მადლობელი ვიქნები.Glazier 20:17, 19 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

თითოეული ანიმეს დასახელების თარგმნა კიდევ სხვა საკითხია. აქ სახელი "ანიმე" განვიხილოთ. ჯერ მინდა ვიცოდე, ალბათ გვერდი Animation-ის წაშლის წინააღმდეგი არავინ არის, ხომ? ეს არც არის ორიგინალი პირდაპირი გაგებით. - Island 14:48, 21 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

კი, Animationის წაშლის წინააღმდეგი არ ვარ, მართლაც რომ დაფიქრდი მივხვდი რომ ეს ზედმეტი იყო – ეს სიტყვა "ოფიციალურად" არსებობს და შეტანილია ლექსიკონებში, ასე რომ ზედმეტი რედირეკტის გაკეთება არაა საჭირო – ეს ენციკლოპედიაა და არა ლექსიკონი. ანიმეს რაც შეეხება, ერთი მხრივ ქართულად იგივენაირად იწერება რაც ინგლისურად, და თუ ვინმეს მოუნდა – მიხვდება როგორ იპოვოს, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ყველა "არაოფიციალური" სიტყვა ორიგინალის ენაზეც უნდა იყოს შეტანილი, უბრალოდ для последовательности, – ყველა უცხო ტერმინი ხომ არ ითარგმნება ასევე ადვილად, და ზოგის ორიგინალი რომ იყოს და ზოგის არა...
გადამისამართება აღდგენილია. - Island 07:29, 7 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]