განხილვა:476

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისტორიოგრაფიაში, დასავლელი ისტორიკოსების გამოისობით, რომის იმპერიის დასასრულად 476 წელი მცდარადა მიჩნეული, ფაქტობრივად რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა 1453 წელს. ბიზანტიის იმპერია ევროპელი ისტორიკოსები მიერ მე-19 საუკუნეში მოგონილი ტერმინია. ჩვენი გაგებით ბიზანტიელები თავიანთ თავს ”რომეებს” ეძახდენენ. რაც ბერძნულად რომაელს ნიშნავდა.--kote 14:18, 26 დეკემბერი 2010 (UTC)

არგუმენტები? დასაბუთება? — ჯაბა ლაბაძე () 14:21, 26 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ტერმინ ბიზანტია -ს დამკვიდრება გერმანელი ისტორიკოსის Hieronymus Wolf -ის დამსახურებაა. მან 1557 წელს გამოუშვა წიგნი - Corpus Historiae Byzantinae, რომლის გავლენითაც დამკვიდრდა ეს ტერმინი. ლათინურად აღმოსავლეთი იმპერია იწოდებოდა, როგორც Imperium Romanorum, ხოლო ბერძნულად - Basilea Romania, ანუ რომის იმპერია ერქვა. თურქ-სელჩუკებმაც კი, მათ მიერ მიტაცებული მიწების რაიმენაირი ლეგიტიმაცია რომ მოეხდინათ, თავიანთ სახელმწიფოს რუმი ანუ რომი დაარქვეს.--Kote 17:21, 27 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კოტე მეთექვსმეტე საუკუნეში დამკვიდრებულს ვიკიპედია ვერ ამოიღებს მეტყველბიდან. — ჯაბა ლაბაძე () 17:53, 27 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ისტორია ყველამ ვიცით იმ დონეზე მაინც, რომ ვთქვათ, დღევანდელ მეტყველებაში ბიზანტია და აღმოსავლეთი რომი ერთი და იგივეა. ცალკე ტერმინ რომის იმპერიაში (მისი გაყოფის შემდეგ) ისედაც დასავლეთი იგულისხმება (დასავლეთი – ამ სიტყვის გარეშეც). ამ სტატიაში მითითებული რომის იმპერიაც გულისხმობს თავისთავად დასავლეთ რომს. თუმცა, კამათი რომ არ გავაგრძელოთ, მგონი არცერთი მხარე არ იქნება უარზე, რომ დავწეროთ, დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა — მიუხედავად იმისა, რომ ისედაც იგულისხმება დასავლეთი, ეს დაკონკრეტება მოხსნის ყველანაირ "პრობლემას". — დავით პასუხი 18:06, 27 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა ბიზანტიის იმპერიის, როგორც ტერმინის მეტყველებიდან ამოღება არ მიფიქრია. არამედ, სწორედ იმას ვფიქრობდი რომ რომის იმპერიას ამ სტატიაში დამატებოდა დასავლეთი. გმადლობთ!--Kote 05:54, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდადავით პასუხი 06:06, 28 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]