განხილვა:ჯიჰანგირი (შეჰზადე)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიის შექმნის,დროს მოხდა მექანიკური შეცდომა, კერძოდ შეჰზადე ჯიჰანგირის მაგივრად დავწერე შეჰზადე ჯიაგირი. ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა სტატიას სახელი შეეცვალოს და დაერქვას შეჰზადე ჯიჰანგირი. (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:42, 26 ივნისი 2014 (UTC))[უპასუხე]

ეს გავასწორე, მაგრამ რატომღაც მგონია რომ სათაური უნდა იყოს ჯიჰანგირი (შეჰზადე). --JABA 1977 15:47, 26 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა როგორც თქვენ მირჩიეთ თურქული ვიკიპედიით ვხენმძღვანელობ და არა მარტო თურქულ, არამედ ყველა სხვა დანარჩენ ვიკიპედიებშიც შეჰზადე ჯიჰანგირი აწერია და ჩემი აზრით, ქართულ ვიკიპედიაშიც ასე უნდა იყო. გარდა ამისა ვაპირებდში შემექმნა მეჰმედი (შეჰზადე)-ს განხილვა სადაც მინდოდა განმეხილა შეჰზადე მეჰმედი და არა მეჰმედი(შეჰზადე). მემგონი შეჰზადეს წინ თუ დავურთავთ უკეთესი იქნება. (--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 15:50, 26 ივნისი 2014 (UTC))[უპასუხე]

გიორგი თურქული ვიკიპედიით სარგებლობა კი ვთქვი, მაგრამ თურქული ენის ნორმების აქ შემოტანა არ მითქვამს. :) შეჰზადე უფლისწულს ნიშნავს და ქართულ ვიკიპედიაში საძიებოდ არა მგონია ივარგოს. ადამიანთა უმეტესობა ჩაწერს ჯიჰანგირს და არა შეჰზადე ჯიჰანგირს. ეს ჩემი აზრია. ვნახოთ რას იტყვიან სხვები. --JABA 1977 16:42, 26 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეჰზადე არის ტიტული და ჩვენ არცერთი პიროვნება ტიტულით არ გვყავს მოხსენიებული. არ ვწერთ სტატიას მეფე დავითი, ან უფლისწული დავითი, იმპერატორი აკაჰიტო ან პრინცი ფილიპე, ვფიქრობ სტატია გადასატანია. იხ. აგრეთვე განხილვა:შეჰზადე ბაიაზიდი. --JABA 1977 19:35, 6 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაშინ გადამისამართებას გავაკეთებ და შეჰზადე ჯიჰანგირიც იყოს და ჯიჰანგირი (შეჰზადე)-ც. ანალოგიურს გავაკეთებ ბაიაზიდზეც(--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 19:41, 6 ივლისი 2014 (UTC))[უპასუხე]

გადატანა უნდა მოხდეს ამ სათაურიდან. --JABA 1977 20:09, 6 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 17:08, 29 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]