განხილვა:ჯალალედინი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  1. პირველივე აბზაცში არის ტაფტოლოგია – ორი "თუმცა", რაც ქართული ენის თვალსაზრისით შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს;
  2. "მდინარე ინდუსი" ქართულად არის "მდინარე ინდი", რაზედაც არსებობს კიდეც ცალკე სტატია ვიკიპედიაში (თუმცა , ერთობ მწირი) აქ;
  3. "დაეწიენ" ქართული სალიტერატურო ენის თვალსაზრისით შეცდომაა – სწორია "დაეწივნენ";
  4. "...კავკასიაში გარბის, სადაც ის ქალაქებს თავრიზსა და თბილისს იღებს... " – ქალაქი თავრიზი კავკასიაში არ მდებარეობს;
  5. სტატიის ავტორი თურქ–სელჩუკებს ერთგან წერს დეფისით, ერთგან უდეფისოთ. გადაწყვიტოს, რომელი მიაჩნია სწორად (სწორია დეფისით);
  6. "მომდევნო რამდენიმე წლის შემდეგ" არ არის სწორი – უნდა იყოს "მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში", ან "მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე";
  7. "დაიქირავა საკუთარი ბიძა სალიჰ ისმაილის მოსაკლავად " არ არის სწორე – უნდა იყოს "დაიქირავა საკუთარი ბიძის, სალიჰ ისმაილის მოსაკლავად " (მკითხველი ვერ გაიგებს ჯალალედინმა საკუთარი ბიძა დაიქირავა ვინმე სალიჰ ისმაილის მოსაკლავად, თუ სალიჰ ისმაილი თავად იყო ჯალალედინის ბიძა);
  8. "სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა გაანადგურა" არ არის სწორი – უნდა იყოს "სანამ ისინი საბოლოოდ მანსურ იბრაჰიმმა არ გაანადგურა";
  9. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ სტატიის ძირითადი ნაწილი "გადმოკატავაებულია" ინგლისური ვიკიპედიიდან ისე, რომ წყარო და ლიტერატურა არ არის მითითებული.

სპეციალური შენიშვნა: იმის გამო, რომ სტატიის ავტორი ალსანდრო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმკაცრით (ხშირად არასამართლიანი) სხვა მომხმარებლების მიმართ; იმის გამო, რომ ის არის ფამილიარული (უცნობ ადამიანებს მიმართავს შენობით); იმის გამო, რომ მას უჭირს აღიაროს თავისი შეცდომები ... ყველაფერ ამის გამო, იძულებული გავხდი, რომ არ ჩავასწორო მისი სტატიები და მივმართო მას თხოვნით, რომ თავად გამოასწოროს თავისი შეცდომები.

დამიჯერეთ, ალსანდრო, ეს თავად თქვენთვის იქნება უკეთესი.

პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 23:37, 11 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]


არ დავაცალკევოთ? ჯალალ–ად–დინ?— დიქსტოსა განხილვაწვლილი 10:45, 22 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჯალალედინი - ქსე, ტ. 11, გვ. 533, თბ., 1987--ცანგალა () 11:07, 22 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი ეხლა ყველაფერში ქსე–ს ხომ არ დავუჯერებთ. ძალიან გავრცელებულია ცალ–ცალკე თან სხვა ენებზეც ეგრეა. გადამისამართება გაკეთდეს მაშინ.დიქსტოსა განხილვაწვლილი 11:12, 22 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისიც უნდა დაემატოს, რომ კავკასიელთათვის ასე საძულველი ჯალალედინი უზბეკელთათვის სახალხო გმირია მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლების გამო. 80.241.251.138 09:57, 26 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]