განხილვა:ციხესიმაგრე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სწორია ციხე-სიმაგრე. იხ. [1] გადამაქვს.--ILIA განხილვა 18:05, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

თუმცა, ქსე, ტ. 11. გვ. 237 — ციხესიმაგრე. რას ფიქრობთ?--ILIA განხილვა 18:11, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ილია გადატანამდე უნდა დასვა კითხვები, ჩაერთონ განხილვაში კოლეგები და მერე გადაიტანო. აშკარად იჩქარე. ახლა რაც შეეხება ენა.გე-ს. მანდ წერია, რომ

ვიკიციტატა
„ორთოგრაფიული ლექსიკონი შექმნილია არსებული ნორმატიული გამოცემების (თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“...) ბაზაზე“

. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1990 წლის გამოცემა, გვ. 1169) კი წერს ასე: ციხესიმაგრე. რა ვქნათ, რომელს დავუჯეროთ? მე უფრო წიგნს დავუჯერებდი. --ჯაბა 1977 18:14, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მართლაც ვიჩქარე, უბრალოდ მეგონა რომ მექანიკური შეცდომა იყო და განხილვა აღარ სჭირდებოდა, ქსეში მერე გადავამოწმე, მაგრამ ესეც ნახეთ.--ILIA განხილვა 18:15, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ფაქტია, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზეც ციხე-სიმაგრე, ციხე-დარბაზი დეფისით იწერება.--ILIA განხილვა 18:20, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს განხილვის საგანია და განხილვას მოითხოვს. ამ საქმეში მე რაც ლიტერატურა მქონდა ხელთ ის დაგიწერე. აღმოჩნდება ვინმე მომხმარებელი ვინც დაწერს იმას რაც იცის და ამ განხილვის შემდეგ მოხდება გადატანა. --ჯაბა 1977 18:29, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მაგ საიტზევე ესეც ნახე. ამ საიტების ნდობა შეიძლება?--ჯაბა 1977 18:30, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მართალია, სჯობს ისევ წიგნებს დავუჯეროთ. ჯერჯერობით კი უკანვე დავაბრუნებ.--ILIA განხილვა 18:32, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე რომელია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე უკან დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა. --ჯაბა 1977 18:34, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, 1998 წლის გამოცემა, გვ. 583ციხესიმაგრე.--Saliner 19:11, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]