განხილვა:შუა საუკუნეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დასაწყისში სჯობს მოვაშოროთ ფრჩხილები, ვინაიდან შუა საუკუნეების ჩარჩოები ძალზედ საკამათო თემაა. ზოგი ისტორიკოსი შუა საუკუნეებს 313 წელს, მილანის ედიქტით იწყებს, ზოგი 410 წელს რომის დაცემით, ზოგი კი – 476 წელს. საკამათოა შუა საუკუნეების დასრულების თარიღიც: ზოგი მიიჩნევს 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემას, ზოგი გუტენბერგის გამოგონებას, ზოგი 1492 წელს, ზოგიც – 1517 წელს რეფორმაციის დაწყებას. ალბათ უპრიანი იქნება თუ დავამატებთ სექციას "პერიოდიზაცია" – BruTe () 08:31, 30 დეკემბერი 2010 (UTC)

მართალ ხარ. საქართველოში მგონი ქრისტიანობის შემოსვლიდან იწყებენ :). — დავით პასუხი 08:38, 30 დეკემბერი 2010 (UTC)

შეცდომა[წყაროს რედაქტირება]

პირველი, ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება X საუკუნის დასასრულით და 1000 წლამდე გრძელდება.“ – აქ ალბათ V საუკუნე იგულისხმება?.. BruTe () 10:50, 24 აგვისტო 2012 (UTC)

აშკარად შეცდომაა - შუა საუკუნეები დაიწყო 476 წლის 4 სექტემბერს, როდესაც რომულუს ავგუსტუსმა ტახტზე უარი განაცხადა, აშკარად V საუკუნეა ))--Melberg; 10:53, 24 აგვისტო 2012 (UTC)
Yes check.svg შესწორდა. — BruTe () 11:16, 24 აგვისტო 2012 (UTC)