განხილვა:ფიონგჩანგი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვფიქრობ სათაური გადასატანია ფხიონჩხანზე, რადგან კორეული სახელები ქართულში რუსულის გავლენით არის დამკვიდრებული და ისე შემოდის როგორც რუსულად იკითხება. მაგ გვაქვს ფხენიანი და არა ფიონგიანგი, კიმ ჩენ ირი და არა კიმ იონგ ლი და ა.შ. ამიტომ არ მგონია სწორი ერთი ქალაქის გამო დამკვიდრებული წესი შევცვალოთ--დათო1010 08:43, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მე კი პირიქით მგონია. რამდენიმე სახელს, რომელიც დამკვიდრებულია არასწორად, სამწუხაროდ, უნდა შევეგუოთ, სანამ არ შეიცვლება. ყველა დანარჩენში კი ისე უნდა გვქონდეს, როგორც სწორია ტრანსკრიფციით. ამიტომ ვემხრობი ფიონგჩანგიზე დატოვებას.--Saliner 08:50, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

დათო გეთანხმები. --ჯაბა 1977 13:06, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ჩემი აზრით, არასწორი იქნება კორეული ქალაქებისა, და ზოგადად, დასახელების ქართულ ენაში შემოტანის გაგრძელება რუსული ენის ზეგავლენით. ცხადია, ვიკიპედიის მიზანი არ არის და ვერ იქნება აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული სახელწოდბების შეცვლა, მაგრამ ასევე არასწორი იქნება არასწორი პრაქტიკის გაგრძელება. რუსული ტრანსკრიფციის გამოყენება, ჩემი აზრით, არასწორია, რადგანაც თავისუფალ უნივერსიტეტში უკვე 25 წელი ფუნქციონირებს კორეისტიკის დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს კორეული ტრანსკრიფციის ქართულ ვარიანტზე, შესაბამისად არსებობს აკადემიური ინსტიტუცია, რომელსაც აქვს უფლება (ვიკიპედიისგან განსხვავებით) დაამკვიდროს ქალაქების სახელწოდებების ახალი ტრანსკრიფციები. რაც შეეხება ფხენიანისა და კიმ ირ სენის საკითხს, ჩემი აზრით ეს არის გამონაკლისები, რომლებიც უკვე დამკვიდრნენ ქართულ აკადემიურ სივრცეში და, ამ კონტექსტში, მათი გახსენება რელევანტური არ არის.--Melberg; 13:51, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
@Melberg: გიორგი თუ ეგეთი რამე არსებობს, მაშინ შემოიტანე მაგ კორეისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოცემული და დამკვიდრებული წესები ვიკიპედიაში, რომ სხვა დროს სახელწოდებების შემოტანისას მაგით ვიხელმძღვანელოთ.--დათო1010 15:14, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი დათო, აუცილებლად გავაკეთებ, ოღონდ მოგვიანებით. --Melberg; 06:55, 7 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ფიონგჩანგი. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 03:19, 29 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]