განხილვა:სიკვდილგამძლე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილმის სათაური ინგლისურიდან არასწორადაა ნათარგმნი. ვისაც ფილმი ნანახი აქვს, დამეთანხმება რომ „Death Proof“ მანქანასთან მიმართებაში იხმარება, ანუ გამოყენებულია ფრაზა „The car is a death proof“ („მანქანა სიკვდილგამძლეა“). რა თქმა უნდა, „სიკვდილის მტკიცებულების“ გამოყენება ამ შემთხვევაში აბსურდულია. ასე რომ, გთავაზობთ, სტატია გადავიტანოთ სათაურზე „სიკვდილგამძლე“. – BruTe () 18:43, 30 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ, არსებული სათაური ფილმის შინაარს არ შეესაბამება, მაგრამ ასეა გავრცელებული. რა თქმა უნდა, რუსულის გავლენით. რუსულ ვიკიპედიაშიც ეს თარგმანია გამოყენებული და სქოლიოში არის განმარტება. ამით იმას არ ვამბობ, რომ რუსულს მივბაძოთ. --M. განხილვაწვლილი 20:03, 30 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰო, რა თქმა უნდა, რუსულის გავლენითაა დამკვიდრებული ეს სათაურიც, ისევე როგორც სხვა ფილმების სათაურებიც. თუმცა ჯობს ჩვენ გამოვასწოროთ არასწორად დამვიდრებული. :) – BruTe () 07:51, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
გამოვასწოროთ მე არ ვარ წინააღმდეგი. სიკვდილგამძლეს ალტერნატივების მოფიქრებას ვცდილობდი და არ გამომივიდა :) --M. განხილვაწვლილი 11:32, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
სიკვდილგაუმტარი? :) ქართულ თარგმანს როცა ვუყურებდი, იქ სიკვდილგამძლე შემხვდა და მაგიტომ დავწერე ეგ. :) – BruTe () 15:12, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
გადავიტანე. ელიტური საზოგადოება ანალოგიური სიტუაციაა აქაც. --M. განხილვაწვლილი 19:01, 31 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]