განხილვა:სარკინეთის შიო მღვიმელის ეკლესია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საკამათო შინაარსი[წყაროს რედაქტირება]

მიზეზი იხ. აქ.--Ouzo განხილვაწვლილი 16:59, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიკიციტატა
„ოუზო, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელი სარკინეთი არაა, ეს ტაძარი ნეტავ ძამის ხეობის ძეგლების სიაში ხომ არ შედის და უბრალოდ ადგილის სახელის ხომ არა ეწოდება (მაგ.: ქვაბთაკერის წმინდა ნინოს ეკლესია)? შეგახსენებ რომ არის ქართის წმიდა ათანასე დიდის სახელობის ტაძარიც, მაგრამ სოფელი ქართი არ არსებობს. მსგავსი სიტუაცია ხომ არა აქაც? --ჯაბა ლაბა 15:28, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა, ე.ი. ჟურნალისტებმა აურიეს რაღაც. ინტერნეტში კი გაჭედილია ამ ინფორმაციით. სად გაიხსნა ნეტავ? ისე ფაქტია, რომ გაიხსნა. შეიძლება ეპარქიაში დარეკვა თუ საიტზე ნომრები არის მითითებული. მადლობა, რომ შამჩნიე.--Ouzo განხილვაწვლილი 16:51, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
აშკარად ჟურნალისტების ამბავია. ეს წუთია გადავრეკე მეუფის ყოფილ მდივანთან და მითხრა რომ მონასტერი სოფელ ელბაქიანთან მდებარეობს, თუმცა ამის შესახებ არ წერენ ინტერნეტში და... არა მგონია გამოგვადგეს. :) --ჯაბა ლაბა 17:02, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ყველაზე კარგი იქნება, თუ ეპარქიის სატზე დაიდება სწორი ინფორმაცია. ერთი რომ უნდა დაზუსტდეს ადგილმდებარეობა და სოფლის სახელი და გარდა ამისა, სახელი - ნამდვილად ასე ქვია? - "სარკინეთის შიო მღვიმელის"? შიო მღვიმელის მონასტერი კი მდებარეობს სარკინეთში, მცხეთასთან და ეს ხომ არ შეეშალათ ჟურნალისტებს?--Ouzo განხილვაწვლილი 17:08, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, ხომ არ გადავიტანოთ ეს სტატიის გახილვის გვერდზე, რომ საჭიროების შემთხვევაში სხვები ადვილად ჩაერთონ?--Ouzo განხილვაწვლილი 17:08, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
აუცილებლად. --ჯაბა ლაბა 17:11, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
(ოუზოს განხილვიდან)


მითითებულ ვებ-გვერდს ვერ ვხსნი. ქსე-ეს მიხედვით სოფ. სარკინეთი არსებობს დმანისის მუნიციპალიტეტში.ცანგალა () 21:45, 18 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა! სარკინეთის კლდეში გამოკვეთილი მონასტერი მართლაც შიო მღვიმელის სახელობისაა, მაგრამ ღირსი შიო დიდი საკვირველმოქმედისა და არა ასურელი მამის. რუის-ურბნისის ეპარქიას მიეკუთვნება და ძამის ხეობაშია, მძოვრეთიდან არც ისე შორს. Nino.shoshia განხილვაწვლილი 08:40, 18 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]