განხილვა:ნიზამ ალ-მულქი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Giorgunna: - მნიშვნელოვანია - კარგად წაიკითხეთ ხოლმე, რა წერია სხვა სტატიებში - Abu Ali Hasan ibn Ali Tusi. ი- არ იკვეცება. თქვენ გეწერათ - 'აბუ ალი ალ ჰასან ბენ ალი ბენ ისაკ ალ-თუს'. რომც არ ყოფილიყო ი- - ელემენტარული წესია, რომ ქართულში ეს ი- საწყის ბრუნვაში უნდა ეწერებოდეს (ასეთ შემთხვევებში). --Henry (მომწერეთ) 12:55, 8 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ ,,ი-ს დაწერა უბრალოდ გამომრჩა ან არ დაიწერა. ყოველ შემთხვევაში მაინც გადავამოწმე და კონსტანტინე გმსახურდიას თავად ,,ი-ს გარეშე უწერია ვრცელი სახელი ამ ვაზირის. მით უმეტეს, სახელწოდება, რითაც ცნობილია ეს ვაზირი (ნიზამ ალ-მულქი), ისედაც ბოლოვდება ,,ი-თ. მაგრამ თქვენი შენიშვნა მისაღებია და ისედაც ვაპირებდი გათვალისწინებას. ისე, კარგი იქნება, ბარბარიზმებისა და კალკების მთელი დასტა რომ წერია ქართულ ვიკიპედიაში (ბევრ სტატიაში), იმაზეც გაამახვილოთ ყურადღება. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgunna (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ის, რომ არ განვიხილავთ აქ, არ ნიშნავს, რომ არ გვახსოვს. ამას დრო და დრო ვასწორებთ - და საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ. ხოლმე მოულოდნელად გვხვდება 5 წლის წინ დაწერილი შეცდომები და ვინაიდან გუნდში დრო და დრო ხალხი გვაკლდება ან გვემატება, რთულია, ყველას პასუხისმგებლობა აჰკიდო ამ შეცდომების გამო. 80.000 სტატიის ბარბარიზმს ერთდროულად ვერ ვიხილავთ. როგორც კი ვამჩნევთ - კი ბატონო. ბარბარიზმების და კალკების გამოყენების პრობლემა საკუთარ წინასაახალწლო ნაწერშიც კი ავღნიშნე --Henry (მომწერეთ) 13:20, 8 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]