განხილვა:ნამდვილი ცვლადის ანალიზი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამ სტატიას არსებობის უფლება რამდენად აქვს? გარდა ამისა მგონია რომ თუ დავტოვებთ, ეგ თარგი ამოსაღებია. — ჯაბა ლაბაძე () 16:02, 30 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატია მოკლეა. მივწერე ავტორს მის განხილვაში, რომ სტატიაში მინიმუმ 3 წინადადება მაინც უნდა იყოს (რომ გასაგები იყოს, რაზეა საუბარი). ან არ წაუკითხავს ჩემი გზავნილი, ან უბრალოდ ვერ მიხვდა, რაზეა საუბარი. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 16:12, 30 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიას აქვს მათემატიკური ანალიზის საერთაშორისო ბმულები. კითხვა: მათემატიკური ანალიზი და ნამდვილი ცვლადის ანალიზი ერთი და იგივე ხომ არაა? — დათო პასუხი 16:15, 30 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


Paata Ivanishvili განხილვაწვლილი 19:03, 30 სექტემბერი 2010 (UTC) რათქმაუნდა გავიგე რაც მომწერე, მე მუდამ ვიკიპედიაში არ ვზივარ რომ თვალყური ვადევნო ყველაფერს. სტატიას რათქმაუნდა აქვს არსებობის უფლება ინგლისურად ამას ჰქვია real analysis , რუსულად вещественный анализ , ქართულად ან ნამდვილი ანალიზი ან კიდევ ნამდვილი ცვლადის ანალიზი (ნამდვილ ანალიზში იგულისხმება ნამდვილი ცვლადის ანალიზი). მათემატიკური ანალიზი და ნამდვილი ცვლადის ანალიზი სხვადასხვა რამეებია. თვითონ მათემატიკური ანალიზი შეიცავს ნამდვილი ცვლადის ანალიზს, მაგრამ არ უდრის, ანუ უფრო დიდია, და საკმაოდ დიდია, რადგანაც მაგალითად მათემატიკური ანალიზი შეიცავს აგრეთვე კომპლეკსურ ანალიზს, ჰარმონიულ ანალიზს, ზომის თეორია (measure theory), ფუნქციონალური ანალიზი,რიცხვითი ანალიზი, სტაქოსტური ანალიზი (stochastic calculus), სიმრავლეთა ანალიზი (set-valued analysis),ანალიტიკური რიცხვთა თეორია, ანალიტიკური კომბინატორიკა, უწყვეტი ალბათობა, დიფერენციალური გემოეტრია, დიფერენციალური ტოპოლოგია და კიდევ სხვა მრავალი. შეიძლება სათაურის შეცვლა დარქმევა უბრალოდ: ნამდვილი ანალიზი, ან კიდევ დავტოვოთ: ნამდვილი ცვლადის ანალიზი.[უპასუხე]

სტატიას იმ შემთხვევაში ექნება არსებობის უფლება თუ მინიმუმ სამი წინადადება იქნება. ეს ვიკიპედიის წესია. წინააღმდეგ შემტხვევაში წაიშლება. გთხოვთ განავრცოთ. — ჯაბა ლაბაძე () 19:26, 30 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გავიგე და დავამატე უკვე , დამაცადეთ ცოტა  :) — Paata Ivanishvili განხილვაწვლილი 19:37, 30 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]