განხილვა:მძიმე მეტალი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წასაშლელია საერთოდ ეს 'სტატია'. თუ ამ მუსიკის შესახებ არასდროს გაუგია ამ სტატიის ავტორს, Heavy - მსუბუქს რომ არ ნიშნავს ეს მაინც არ უნდა შეშლოდა.

უნდა გადავიტანოთ ჰევი-მეტალზე, რადგან „ჰევი“ არ უნდა ითარგმნებოდეს — Taro განხილვაწვლილი 11:53, 7 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მთლად მასეც არ არის. ჰევი მეტალი და მძიმე მეტალი უკვე თანაარსებობენ ქართულ რეალობაში და მძიმე უფრო ქართულია.—G.G. 18:42, 7 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე მაგალითად მძიმე მირჩევნია ჰევი–ს. ქართულია და იმიტომ. მაგრამ, მაინც ვიკიპედიის მუსიკალურ რედაქციამ გადაწყვიტოს, ვინც უფრო მეტი იცით. — დავით პასუხი 18:53, 7 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ჰარდ როკი მძიმე ქვა უნდა იყოს. — Taro განხილვაწვლილი 12:39, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მძიმე/ჰევისა და ქვა/როკს შორის განსხვავება დიდია:
  1. როდესაც ინგლისელები Rock–ს ამბობენ მუსიკასთან დაკავშირებით, აქ ქვას სულაც არ გულისხმობენ. ანუ, ეს Rock ინგლისურ ენაში ომონიმია – ერთნაირი დაწერილობის სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით (შდრ. ქართული ბარი (სამუსაო იარაღი დასაბარად, მთა–ბარი). ქართულ ენაში ამ ორ მნიშვნელობას სხვადასხვა სიტყვები შეესაბამება – ერთს ქვა, ხოლო მეორეს როკი, რომელიც უკვე ნეოლიგიზმია (დამკვიდრებული უცხოური სიტყვაა) და შეცვლას არ ექვემდებარება.
  2. ომონიმური Rock-ისაგან განსხვავებით, heavy არის ერთმნიშვნელოვანი სიტყვა, რომელსაც ქართულში შესატყვისი აქვს – მძიმე (როკის შემთხვევაში შესატყვისი არა გვაქვს, რადგან ქვა ეს მუსიკის ჟანრი Rock-ის ომონიმია და სხვა არაფერი). ასე რომ, ჰევი გამოდის არა ნეოლოგიზმი, არამედ ბარბარიზმი (ვინაიდან ქართული შესატყვისიც გვაქვს), რაც მიუღებელია.

გარდა ამისა, მძიმე როკს ყოველ ნაბიჯში გაიგონებთ, მძიმე ქვა კი, რა თქმა უნდა, საერთოდ გაუგებარია და ასე რომ, ამ არგუმენტით ყველაფრის გადაინგლისურება არაა მართებული. — დავით პასუხი 12:52, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ასე არგუმენტირებულად, ალბათ, მეც კი გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა :)—G.G. 13:17, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, გიორგი. ბრავო, დავით. ამაზე ნათელი ახსნა არ არსებობს. კეთილი სურვილებით, —მძიმე ლითონი 13:23, 8 მარტი 2011 (UTC) :D[უპასუხე]
:D დამცინით? :D — დავით პასუხი 13:44, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
:)) ეტყობა კარგად ვერ გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა :)). არა უშავს, ზოგჯერ არ გამომდის ხოლმე :)) — დავით პასუხი 13:47, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
როგორ გეკადრება, დავით. მე და გიორგი ამას გაკადრებდით? მშვენივრად გაქვს ახსნილი. — BH განხილვაწვლილი 14:00, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი, მაგრამ მე რომ წავიკითხე ახლა, მე თვითონაც ვერ გავიგე :)))... ისე კი ისიც მაფიქრებს, რომ მძიმე მეტალი ქიმიაში სხვა რამეს ნიშნავს – en:Heavy metal (chemistry) (თუმცა ქიმიის შემთხვევაში ქართულად იქნება მძიმე ლითონი). ვიკიპედიათა უმრავლესობა ჰევის წერს – ესეც მაფიქრებს... მოკლედ, დავიბენი... — დავით პასუხი 14:07, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე პირდაპირი გაგებით დავწერე, რაც დავწერე. ქიმიას შევეშვათ, მანდ მძიმე ლითონი იქნება და არა მძიმე მეტალი (ანალოგიურად: მსუბუქი ლითონი).—G.G. 14:12, 8 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]