განხილვა:მურწა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაქსობოქსი ცხოველებისთვის ვარდისფერი უნდა იყოს. მწვანე მცენარეებისთვის.

ოკ, გასაგებია. მაგრამ გერმანელებს რომ არა აქვთ ვარდისფერი?

ჰოდა არა მგონია მურწა და ციმორი ერთიდაიგივე თევზები იყვნენ. საქართველოში წვერას 6 თუ 7 ქვესაეობაა და ხალხი თუ ერთმანეთში აიგივებს, ეს არ ნიშნავს, რომ სინამდვილეშიც ასეა. მიხეილ რძე 21:46, 18 აგვისტო 2006 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაცია (მურწა და ციმორი) ქართული საბჭოთა ენციკლოპედიიდან არის, რაც შეეხება წვერას - იგი თევზების გვარია კობრისებრთა ოჯახისა. Zangala 22:00, 18 აგვისტო 2006 (UTC)[უპასუხე]

წვერა არა მხოლოდ გვარს (Barbus ) არამედ ამ გვარის ერთ-ერთ სახეობასაც ქვია ( Barbus barbus ) რაც შეეხება მურწას და ციმორს, ისინი ამ ვრცელ სტატიაში სხვავასხვა თევზებადაა მოხსენიებული. http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/0/1.htm იხილე ასევე საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ - ”(კეფალი, წვერა, ციმორი, მურწა,

შამაია, ლოქო)” http://www.civilin.org/Project/proeqti-bunebrivi%20resursebi.pdf#search=%22cimori%22

ისე, რად გვინდა კამათი :) მიხეილ რძე 22:13, 18 აგვისტო 2006 (UTC)[უპასუხე]

კამათი არასოდეს არ არის ცუდი. არსებობს ციმორები, თევზების გვარები (Gobio, Pseudogobio, Paraleucogobio, Saurogobio და სხვა). მტკვრის ციმორი და დასავლეთ ამიერკავკასიური ციმორი. შენს მიერ მითითებულ გვერდზე არის ჩამონათვალი - ვინ ჩამოთვალა? ქართული საბჭოთა ენციკლოპედია საბჭოთაა ისე კი მეცნიერების მიერ არის შედგენილი. ასე საქართველოს გერბი პრეზიდენტის გვერდზე ძველი იყო და არ იყო განახლებული. გერმანიიდან დარეკვის შემდეგ გავასწორებინე. :) Zangala 22:44, 18 აგვისტო 2006 (UTC)[უპასუხე]

მართალია, აზრიან ხალხთან კამათს რა ჯობია :) ჩემს მიერ მოყვანილი ბმული არის საქართველოში მოქმედი კანონი, სადაც მურწა, წვერა და ციმორი სხვადასხვა თევზებად არიან მოხსენიებულნი!გარდა ამისა, აქ არის ორასგვერდიანი ნარკვევებიც, რომელნიც მოყვარულების მიერ უბრალოდ ვერ იქნება შედგენილი.

gobio gobio კი რუსული Пескарь-ის შესატყვისია. ნახე აბა რუსულ-ქართულ ლექსიკონში როგორ არის თარგმნილი? პ.ს. რა იყო, შენც გერმანიაში ხარ? მიხეილ რძე 23:31, 18 აგვისტო 2006 (UTC)[უპასუხე]