განხილვა:მსყიდველობითი უნარის პარიტეტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს რომელიმე სახელმძღვანელოში წერია ასე? ეს პირობა სრულდება მხოლოდ "efficient market"-ის პირობებში (ეს არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება). - ალ-ო     @ 18:01, 11 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

  1. დიახ, სახელმძღვანელოში ასე წერია.
  2. დიახ, ეს პირობა სრულდება ეფექტური ბაზრის პირობებში (efficient market).
  3. თუმცა, როცა ეს პირობა სრულდება, მას ეწოდება ეფექტური ბაზარი (efficient market).
    ანუ ეს პირობები ტოლფასია -- მერო     18:20, 11 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

მეც მიყვარხართ :) --გიგა პასუხი 18:52, 11 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

მეორე პირობა რა იყო, ანუ რა რისი ტოლფასია? (ანუ მე ვიგულისხმე ის, რომ "ეს პირობა სრულდება ეფექტური ბაზრის პირობებში" განსაზღვრებაში მიწერილი უნდა იყოს). effective-სა და efficient-ს შორის ქართულში განსხვავება არის? ა.

effective-სა და efficient-ს შორის ქართულში განსხვავება სამწუხაროდ არ არის, ორივე ითარგმნება როგორც ეფექტური. ვეცდები უკეთ ავხსნა, ტოლფასი პირობები ნიშნავს, რომ თუ ერთერთი მაინც სრულდება, მეორე მისგან გამომდინარეობს. ანუ ჩვენ მაგალითში ეფექტური ბაზარი და ერთიანი ფასის კანონი. ჩემი აზრით შემდეგი მითითება: „ეს პირობა სრულდება ეფექტური ბაზრის პირობებში“ ზღუდავ ერთიანი ფასის კანონს, ასე რომ შეგვიძლია მიუთითოდ: „ბაზარს, სადაც სრულდება ერთიანი ფასის კანონი ეფექტური ბაზარი ეწოდება.“ თუმცა ჩემი აზრით ეს უკანასკნელი ამ სტატიაში ზედმეტია, ასეთი მითითება ერთიანი ფასის კანონი–ს სტატიაში უნდა ჩაიწეროს. თუ ვინმე გამოცდილ ეკონომისტსაც ვკითხავთ, კარგი იქნება :) -- მერო     06:20, 12 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

გამოცდილი ეკონომისტი ვინ შეიძლება იყოს, ვისაც ეფექტური ბაზარი გამოუცდია? :)) ა.
ეს ხუმრობით, ჩემს სახელმძღვანელოებს გადავხედე, იქ განსაზღვრებად ეს ჩამოყალიბებული არაა, თუმცა ეფექტური ბაზარი ყველგან ხაზგასმულია (ასევე საერთაშორისო არბიტრაჟის შესაძლებლობა). ქვემოთ ვთარგმნე ის რაც ინგლ. ვესიაშია. ჩემი აზრით ეხლა რაც გვიწერია აუცილებლად გასასწორებელია (მე ეკონ. სტატიების წერას თავს ვარიდებ იმიტომ, რომ განათლება ინგლისურად მაქვს მიღებული და ტერმინები ქართულად არ ვიცი). ა.

ინგლისურიდან ნათარგმნი (ზოგიერთი ტერმინი პირობითია)[წყაროს რედაქტირება]

მსყიდველობითუნარიონობის პარიტეტის თეორია იყენებს ორი ვალუტის გრძელვადიანი წონასწორობის გადაცვლის კურსს მათი მსყიდველობითი უნარის გასათანაბრებლად. გუსტავ კასელის მიერ 1920 წელს ჩამოყალიბებული თეორია ემყარება ერთი ფასის კანონს: იდეა, რომლის მიხედვით ეფექტურ ბაზარზე იდენტურ საქონელს მხოლოდ ერთი ფასი უნდა ჰქონდეს.

გენთანხმები, რომ სტატია მართლაც გასავრცობია. რა თქმა უნდა, არბიტრაჟიც უნდა ვახსენოთ. და რა საკვირველია, ინგლ. სტატიიდან ნათარგმნიც სწორია (ზოგი ტერმინის გარდა). მე მხოლოდ მოკლე აღწერა დავწერე, იმის გათვალისწინებით რომ ვინმე გამოცდილი ეკონომისტი, ანუ ეკონომისტი რომელიც კარგად ერკვევა როგორც ქართულ ტერმინოლოგიებში, ასევე ინგლისურში. და რა თქმა უნდა, შეძლებს სრულად ამ თეორიის ჩამოყალიბებას, თავისი ფორმულებითვე. აქვე დავამატებ, რომ მე პირადად ინგლ. საიტებიდან მშრალი, პირდაპირი თარგმნის მომხრე არ ვარ. ამიტომ გთავაზობთ ნაწყვეტს სახელმძღვანელოდან: „ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სავალუტო კურსების უმარტივეს თეორიას, რომელსაც მსყიდველობითი უნარის პარიტეტი ეწოდება. ამ თეორიის თანახმად, ნებისმიერი ვალუტის ერთეულს უნდა შეეძლოს საქონლის ერთისა და იმავე რაოდენობის ყიდვა ყველა ქვეყანაში. მრავალი ეკონომისტი თვლის, რომ მსყიდველობითი უნარის პარიტეტი იმ ეკონომიკურ ძალებს აღწერს, რომლებიც სავალუტო კურსებს განსაზღვრავენ გრძელვადიან პერიოდში.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორია ემყარება პრინციპს, რომელსაც ერთიანი ფასის კანონი ეწოდება. ამ წესის თანახმად, საქონელი ყველგან ერთ ფასად უნდა იყიდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებს გამოუყენებელი მოგების მიღების შესაძლებლობა.“ (ანუ არბიტრაჟი). რადგან არბიტრაჟი ვახსენე, აქვე ჩავურთავ: „სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა ფასების უპირატესობის გამოყენების პროცესს არბიტრაჟი ეწოდება.“
მე როცა ვწერდი ამ სტატიას (უფრო განსაზღვრებას), ინგლ. სტატიის მონაცემებიც გავითვალისწინე და შეძლებისდაგვარად მოვარგე ქართულ სტატიას. მე თვითონ ქართულად მაქვს გავლილი ეკონომიკის კურსი, თუმცა რადგან ნახევრად ამერიკული უნივერსიტეტია, ინგლ. ტერმინოლოგიებსაც გვაცნობდნენ.
ალბათ ხვდებით, რომ სახელმძღვანელოში რაც მოცემულია ყველაფერს პირდაპირ, კოპირებით ვერ გადმოვიტანთ ვიკიპედიის სტატიაში. ამიტომაც გვესაჭიროება ეკონომისტი. -- მერო     08:41, 12 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე ეკონომისტი ვარ ძირითადი განათლებით, თუმცა სიტყვებს "გამოცდილი" და "ექსპერტი" საკმაოდ ირონიულად ვუყურებ :). აქ ზემოთ რაც დაწერე გაცილებით ჯობია იმას, რაც თვით სტატიაში წერია. კიდევ, როდესაც უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს, "მშრალად ნათარგმნი" ჯობია თვითშემოქმედებას. ა.
ძალიან ცუდი, რომ განათლებით ეკონიმისტმა, არ იცით ქართული ტერმინები. თვითშემოქმედებას რაში ხედავთ?-- მერო     13:34, 12 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]
პარდონ? მოკლედ, ძალიან შევიჭერით. ა.
მეც ასე ვფიქრობ :) მოკლედ ქართული ტერმინები სწორია, განსაზღვრებაც ასე, თუ ისე სწორია და მოკლედ ხსნის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის არსს. თუმცა, რა თქმა უნდა, სტატია გასავრცობია. რომელ საქმესაც მე სხვას გადავაბარებ :) -- მერო     21:34, 12 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]
ამ უკბილო ხუმრობას გაპატიებ. :) ჩემი ათწლიანი გამოცდილებით თავს უფლებას მივცემ ეს სტატია გავასწორო. შენს სწორ ტერმინებს გამოვიყენებ. ა.