განხილვა:მეტალიკის დისკოგრაფია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გაუმჯობესდა „აშშ-ის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

გვარები ჩავასწორე ოდნავ:

  • კორბეინის გვარის წარმოთქმის დადასტურება - წყარო
  • იშემთან შეხება მქონდა ადრე პინკ ფლოიდთან (უეინი იშემი არ არის, უეინ იშემია)
  • აკერლუნდი იონასია და არა ჯონასი (შვედია)

ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 09:26, 6 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

thanks ვიღიმი--გიორგი განხილვაწვლილი 18:09, 6 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მგონი, მეტალიკას დისკოგრაფია უნდა იყოს, რადგან ფროფერ ნეიმია და მარტო „ს“ უნდა ემატებოდეს ბოლოში. — Taro განხილვაწვლილი 13:49, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთ დროს, მეც ასე ვფიქრობდი... სიმართლე რომ ვთქვათ, ახლაც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, ეს ბოლო უნდა შეიკვეცოს თუ არა, მაგრამ უფრო შეკვეცას ვფიქრობ. ღაზა, მაგრამ ღაზის სექტორი, ცა, მაგრამ ცის... თუმცა არსებობს მცირე რაოდენობის სიტყვებიც, რომლებშიც ბოლოკიდური არ იკვეცება: ტოროლა — ტოროლას ხმა, ვაჟა — ვაჟას სკამი. —G.G. 16:44, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვაჟა, გელა, დათა, ლაშა, ნანა – არცერთი არ იკვეცება. ვეჭვობ, რომ ეს შეკვეცის წესი საკუთარ სახელებს არ ეხება. მეტალიკაც საკუთარი სახელია (თუმცა მხოლოდ ვეჭვობ... ღაზა და ბარსელონაც საკუთარი სახელებია, მაგრამ სწორია ღაზის, ბარსელონის). — დავით პასუხი 16:51, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მეტალიკა რომ საკუთარი სახელია, მაგას არ უნდა ეჭვი. — Taro განხილვაწვლილი 17:12, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვერ გამიგე. მაგას არც ვეჭვობ. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი საკუთარი სახელი იკვეცება (ღაზა – ღაზის, ბარსელონა – ბარსელონის), ზოგი კი არა (ვაჟა – ვაჟას, დათა – დათას). — დავით პასუხი 17:16, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მაგის დაწერას ვაპირებდი ზუსტად. :) საქმე იმაშია, რომ ვაჟა, გელა, დათა, ლაშა, ნანა — ყველა ადამიანის სახელია (აი, ტოროლაზე კი რა მოგახსენოთ :)); ღაზა, მცხეთა, ბარსელონა... ტოპონიმებია. მუსიკალური ჯგუფის სახელი რომელ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ, საკითხავი ეს არის. გასაგებია, ალბათ, რომ არც ადამიანის სახელია და არც ტოპონიმი.—G.G. 17:22, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
შეიძლება შეუკვეცელი რჩება მხოლოდ ადამიანის საკუთარი სახელები, ყველა დანარჩენი საკუტარი სახელი კი იკვეცება (მათ შორის მუსიკალური ჯგუფის სახელებიც). ხვალ გადავქექავ ჩემს ბიბლიოთეკას რომ მოვიცლი, ღრამატიკაში ეგებ ვიპოვო რამე :) — დავით პასუხი 17:28, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]