შინაარსზე გადასვლა

განხილვა:მარია ვალევსკა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გავაკეთე სტატია: მარია ვალევსკა. იმედია, ყველაფერი რიგზეა. კარგი სტატია გამოვიდა. მაგრამ საჭიროა ამ სტატიის დაკავშირება ვიკიპედიის სხვაენოვან სტატიებთან ამავე თემაზე. ამის გაკეთება მე არ ვიცი. ალბათ თქვენ გააკეთებთ დაკავშირებას. --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 17:37, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერია. ჩვენ კი გავაკეთებთ, მაგრამ კარგი იქნება თუ თქვენც ისწავლით. ამ ბმულს გაეცანით ვიღიმიმიხეილ მიწერა 17:42, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ეს რაღაც მათემატიკასავით არის ვიღიმი - ამას მე ვერ ვისწავლი! ამ საერთაშორისო ბმულებს! --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 17:51, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იმ სხვაენოვანებზე რომ არ ჩანს ენების ჩამონათვალში ქართული? ხომ უნდა გამოჩენილიყო? --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 17:56, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაგას რობოტი გააკეთებს ავტომატურად და დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდება. კატეგორიების ჩასმა აღარ დაგავიწყდეთ. --მიხეილ მიწერა 18:03, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები, სანამ გვერდს შევინახავ, მაშინ უნდა ჩავსვა? მე მეგონა, ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია. და არც ვიცი კატეგორიების ჩასმა.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 18:15, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, არა. რა თქმა უნდა თქვენ უნდა გააკეთოთ. ამის ჩვენც ისეთივე ვალდებულნი ვართ, როგორც თქვენ. --მიხეილ მიწერა 18:24, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატია მარია ვალევსკა სექციებად დავყავი და ახლა დადასტურებას საჭიროებს. დავწერე სტატია ალექსანდრე ვალევსკი და ერთ-ერთმა ვიკიპედიელმა შენიშვნა მომცა, სექციებად დაყავითო. და რახან ის დავყავი, მერე ესეც დავყავი სექციებად. ასე უფრო კარგად გამოიყურება. ახლა ორივე სტატია დასადასტურებელია --ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 23:21, 29 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

დამიწერეს რომ სტატია ალექსანდრე ვალევსკი არაენციკლოპედიურია და უნდა წაიშალოს. ეს სტატია ალექსანდრე ვალევსკი არავითარ შემთხვევაში არ არის არაენციკლოპედიური. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მის შესახებ სტატია ძალიან ბევრ ევროპულ ვიკიპედიაშია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ეს სტატია წასაშლელია. წაშლის კრიტერიუმად ის არ გამოდგება, რომ ჩვენ, ქართვლები, მას ნაკლებად ვიცნობთ. ქართული ვიკიპედია ქართულ ისტორიულ-კულტურულ ჩარჩოებში არ უნდა ჩაიკეტოს. ეს სტატია ძალიან კარგი შენაძენია ქართული ვიკიპედიისთვის. დაგუგლეთ და ნახავთ, რომ მის შესახებ სტატიები არის ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ, გერმანულ, რუსულ და ჯიდევ რამდენიმე სხვაენოვან ვიკიპედიაში. ქართული ვიკიპედია საერთაშორისო თემატიკის მასალებით არის შესავსები.--ქეთი ტოროტაძე განხილვაწვლილი 13:33, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი უნდა განიხილოს შესაბამისი სტატიის განხილვაში. აქ ამის დაწერას, ვფიქრობ, არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. --H.McC. (მომწერეთ) 13:39, 30 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]