განხილვა:მალოპოლსკის სავოევოდო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცირე პოლონური სავოევოდო თუ მალოპოლსკის სავოევოდო? გეოგრაფიული სახელების ორთ. ლექსიკონში წერია მალოპოლსკის მაღლობი. გვ. 111. ქსე-ში რა წერია ნეტავ? — ჯაბა ლაბაძე () 19:06, 26 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე როდესაც დავიწყე სავოევოდოებზე სტატიების წერა, ვწერდი ყველგან მალოპოლკე, პომორსკე და ა.შ. ცანგალამ კი პირად საუბარში მითხრა მცირე პოლონური უნდა იყოსო, არ ვიცი ეს ქსე-დან გადმოიტანა თუ.... მაგრამ ყველა შევცვალე. ანუ შლონსკე => სილეზიის, პომორსკე => პომერანიის, ლუძსკე => ლოძის, პოდკორპატსკე => კარპატების. პოლონურის მასწავლებელს ჰქონდა ბროშურა პოლონეთის შესახებ და იქ მცირედ იყო პოლონეთის აღწერა, მანდაც პოლონური სახელები ჰქონდა. --თეიმურაზი () 19:19, 26 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქსე რას წერს აუცილებლად უნდა დავადგინოთ. — ჯაბა ლაბაძე () 19:49, 26 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაგრამ როგორც ჩანს ქსე ვერ დაგვეხმარება ამ საქმეში პოლონეთში ახალი ადმ. დაყოფა 1998 წლიდან შესულა ძალაში. — ჯაბა ლაბაძე () 20:04, 26 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქსე–ში ამ სახელით ერთადერთი პოლონეთის რუკაზე წერია მალოპოლსკის მაღლობი. მეტი არანაირი სტატია არ არის სავოევოდოებზე--დავით XXI 20:14, 26 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ მალოპოლსკის უნდა იყოს. პოლონური ვიკიპედიაც სწორედ ასე უწოდებს. გარდა ამისა მე მგონი ტოპონიმების თარგმნა არ შეიძლება. — ჯაბა ლაბაძე () 20:32, 26 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ხო საერთოდ ზოგადად ტოპონიმების თარგმნა არ ხდება, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც მაგ. ახალი ორლეანი და სხვ.--დავით XXI 05:39, 27 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ მგონია ამდენი გამონაკლისი (სხვა სავეოვოდოებიც გადათარგმნილია) პოლონეთში, უკვე გამონაკლისი აღარაა. — ჯაბა ლაბაძე () 08:50, 27 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რას ვაკეთებთ? — ჯაბა ლაბაძე () 04:30, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რადგანაც ეს ადმინისტრაციული დაყოფა ახალია და არცერთ ავტორიტეტულ წიგნში არ წერია მისი ქართული შესატყვისი მე მომხრე ვარ თარგმნის გარეშე იყოს ესეც და სხვა სავოევოდოებიც, ანუ მალოპოლსკის სავოევოდო და ა.შ.--დავით XXI 05:40, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ცნობისათვის, გერმანიის მხარეების უმრავლესობა ქართულად გადმოთარგმნილია (ჩემი აზრით, დამახინჯებულია). — D.DEU. პასუხი 05:46, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. გადამაქვს. — ჯაბა ლაბაძე () 16:01, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]