განხილვა:ლინდზი ანდერსონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მე მგონია, ყველა სტატია რეჟისორების ბიოგრაფიებით გადასაკეთებელი იქნება ინფოდაფების მხრივ. მსახიობის ინფოდაფა ინგლისურ ვიკიში რეჟისორებისთვის არ გამოიყენება, ხოლო ჯილდოების მითითება სტატიაშიც შეიძლება ცალკე სექციად. თუმცა, ამისთვის იყენებენ უბრალოდ პიროვნების ინფოდაფას, რომელსაც ჯილდოების სექცია აქვს. მიაძაკი ჰაიაო უკვე გავაკეთე ასე თავის დროზე. დროის ამბავია, მაგრამ ოდესმე მომავალში უმჯობესია, გაკეთდეს, რათა წესრიგი იყოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:18, 21 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯილდოების გამო არის ეს უფრო მოსახერხებელი. ცალკე სექციის არსებობა მაგას ხელს არ უშლის, მით უმეტეს დიდ სტატიებში. არამხოლოდ რეჟისორების, არამედ რობერტ რიჩარდსონი, დანტე ფერეტი - აქაც მსახიობის ინფოდაფა გამოვიყენე. აკირა კუროსავა აქ არის ინფოდაფა პიროვნება/იაპონია და არ შემიცვლია, დავტოვე, იმიტომ რომ სპეციფიურია. სხვა შემტხვევებში კარგად ჯდება ეს მსახიობის ინფოდაფა და იყოს, მკითხველისთვის კარგად ჩანს და თუ მომავალში კონკრეტულად რეჟისორის ინფოდაფას შევქმინით ეგ უკეთესი იქნება, ვიდრე პიროვნების ინფოდაფის გამოყენება. --M. განხილვაწვლილი 07:52, 21 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, ვიკიპედიაში კომპაქტიზაცია არის მიღებული. ამიტომ არის, რომ კინოფილმის ინფოდაფას შევუთავსე ანიმაციის შესახებ ინფოდაფის ფუნქციები. ამჟამადაც ტელევიზიის ინფოდაფა მაქვს შეცვლილი და ყველგან ვასწორებ ახალი ველებით, ხოლო ტელესერიალის ინფოდაფა ამოშლილი იქნება მას შემდეგ, რაც მას ტელევიზიის ინფოდაფა ჩაენაცვლება ბევრ სტატიაში.

პიროვნების ინფოდაფა მე პირადად იმით არ მომწონს, რომ რაღაც უცნაურ გალიებად არის ქცეული, შესაძლოა, გადავაკეთო კიდეც, მგონი, რაღაც ტექნიკური პრობლემები აქვს.

ცალკე ინფოდაფაზე კი რა მოგახსენო. ერთი-ორი ინფოდაფა თუ ითავსებს იმ ფუნქციებს, უკვე საკმარისია. მე კი პირადად წინასწარ შევქმნიდი ველებს თარგის ორიგინალში - ოსკარი, bafta, ოქროს დათვი და ა.შ., რათა შემდგომში მხოლოდ ნომრების ჩაწერა იყოს საკმარისი, ან უბრალოდ სპეციფიური ჯილდოების დასახელებების. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:01, 21 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, ჩვენთან სილამაზე არ არის მთავარი. მსახიობის ინფოდაფის რეჟისორთან გამოყენება უკვე იმიტომ არის ალოგიკური, რომ ყველა რეჟისორი მსახიობი არ არის. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:22, 21 აგვისტო 2013 (UTC)[უპასუხე]