განხილვა:კლივლენდის ქუჩის სკანდალი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქლივლენდია თუ კლივლენდი? ა.

მგონი ეს კატეგორია მოუხვდება ამ სტატიას --Temuri-r 13:30, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ალბათ კლივლენდი. Dawid Maisuradze 13:36, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე ქლივლენდი დავწერე, იმიტომ, რომ ასეა ინგლისურად და ქართულშიც გვაქვს, მგონი, ასო-ბგერა "ქ", თუკი ეს ბგერა გავაუქმეთ, ალბათ, "კ" -ს დაწერენ და მერე ამას ჩასწორებულს დაარქმევენ--Leovizza 16:46, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურში კ არის თუ ქ სადაოა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, როგორ არის უცხო სიტყვების გადმოქართულების წესებში მითითებული. იხ. ქალაქი კლივლენდი. - ალ-ო     @ 18:27, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]


სადაო კი არა, აშკარა და ნათელია, ბგერა "კ" ძველ ინგლისურშიც კი არ ყოფილა, ინგლისურს აქვს ბგერა "ქ" და მორჩა. ეგ წესები კი საბჭოთა დროისაა და რუსული ტრანსლიტერაციით არის შედგენილი, აი რუსებს კი "ქ" ნაღდად არ აქვთ და თუ ჩვენც რუსულის ყაიდაზე ვაპირებთ, არ ვიცი--Leovizza 21:01, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

აი ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი კომისიის წევრი რომ გახდები და გაასწორებ ამ ”იაღლიშებს”, მაშინ გადავაკეთებთ, მანამდე კი, სამწუხაროდ, ამ მოძველებულ ნორმებს უნდა მივყვეთ. სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ აქ ახალ წესებს ვერ დავამყარებთ. - ალ-ო     @ 21:08, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]