განხილვა:კატისთვალა გველი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კატისთვალა გველი (Telescopus), ჩვეულებრივი კატისთვალა გველი (Telescopus fallax) - ასე წერია ქართულ წყაროში (ქსე-ში, სტატიაც ეწერა). გთხოვთ დააკვირდეთ ლათინურ სახელს. ქართულში ჩვეულებრივი კატისთვალა გველი — Telescopus fallax და არა კატისთვალა გველი (Telescopus). რუსულ წყაროში როგორ ჰქვია ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის. ru:Список пресмыкающихся, занесённых в Красную книгу России - ინფორმაციისთვის. Misho - საინტერესოა ქართული წყაროები და არა სხვაენოვანი წყაროები. მგონი ძალიან დიდი ქაოსს აქვს ადგილი. ქართული წყაროები საინტერესო და არა ინგლ. რუს., გერმ. მთავარია ლათინურს Telescopus და Telescopus fallax - ქართველმა მეცნიერებმა როგორ დაარქვეს ქართულად. --ცანგალა () 14:25, 27 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

არაფერ ქაოსს არ აქვს ადგილი. თქვენს გაფუჭებულს მე ვაკეთებ და ცნობისთვის, Telescopus ასეთი გვარი აღარც კი არსებობს, ბოიგას გვარშია ეხლა გაერთიანებული და შესაბამისად Telescopus და Telescopus fallax სინონიმები გახდა. ვერ გავიგე, ამ გველს ეს ძველი ლათინური სახელი (Telescopus fallax) რატომ შემორჩა, როდესაც ბოიგას გვარში ყველა Boiga-ზე იწყება?! მალე ალბათ Boiga fallax-ს დაარქმევენ, ან საერთოდ ამოიღებენ ბოიგებიდან. ანუ რისი თქმა მინდა, ერთადერთი კატისთვალა გველი არსებობს არც ჩვეულებრივი და არც არაჩვეულებრივი, ხოლო წყარო, რასაც თქვენ იყენებთ, უვარგისი და ძველია ამიტომ კამათი არ ღირს ამ თემაზე. თან თავად აღნიშნეთ, რომ ვიკიპედია თანამედროვე ბიოლოგიურ კლასიფიკაციას ემხრობა. თუ არ მოგწონთ ჩემი მუშაობა, ან ვინეს ხელს ვუშლი და ქაოსს წარმოვქმნი, შევეშვები ბატონო და წერეთ სისულელეები. --Misho 14:57, 27 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

აი რას წერს ინგლ. ვიკიპედია en:Telescopus კეთდება გადამისამართება en:Telescopus hoogstraali და en:European cat snake. genus (გვარი) Telescopus. გეთანხმები ჩემს მიერ გამოყენებული წყარო არის ძველი, მაგრამ სახელებთან მიმართებაში კვლავ ახალი ქართული წყარო გვჭირდება და არა სხვაენოვანი წყაროები. მაგრამ როდესაც ქართული შესატყვისი არ ვიცით ჯობია ლათინური დავტოვოთ. Misho, ჩვენ ერთმანეთთან საჩხუბარი არაფერი არ გვაქვს (ალბათ დამეთახმები) - საერთო საქმე კეთდება და ამ საერთო საქმეს ტკბილად გავაკეთებთ. გარკვევა ყოველთვის კარგია. ცანგალა () 15:46, 27 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სულაც არ გეჩხუბები ვიღიმი ერთად გავარკვიოთ: Telescopus გვარის წარმომადგენლები სავარაუდოდ თანდათანობით მაინც ბოიგათა გვარში გადავლენ. ალბათ ჯერ არა არის ეს საკითხი მოწესრიგებული და თუ Telescopus hoogstraali-ს მაინც გვარად Telescopus უწერია, მაშინ European cat snake ანუ ეს, ჩვენი კატისთვალა რატომაა ბოგიებში?! რას გაიგებ, იციან თვითონ?! ვენდე ინტერნეტს და რა გამოვიდა, აქაც არეული ყოფილა ყველაფერი ვწუხვარ Telescopus: კლასიფიკაცია ამას თუ ვენდობით, გვარი ტელესკოპუს 12 სახეობას შეიცავს. ვიკიპედიამ კი მთლად აგვრია. საინტერესოა, რა ვქნათ? გვარად მივუთითო Telescopus თუ დავტოვო ბოიგა?


რაც შეეხება სახელს, გადამისამართება გავაკეთე ჩვ. კატისთვალა გველზე, --Misho 16:09, 27 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

Misho, ჩემს აზრს გეტყვი და ერთად გადავწყვიტოთ და აგრეთვე სხვების აზრსაც დაველოდოთ. ქართველმა მეცნიერებებმა ლათ. Telescopus - კატისთვალა გველი (გვარი) დაარქვეს, ხოლო ლათ. Telescopus fallax - ჩვეულებრივი კატისთვალა გველი (ერთ-ერთი სახეობა). ამიტომ ძველი ტექტი დარჩება სტატიაზე კატისთვალა გველი, ხოლო ახალი ტექსტი (შენი შემოტანილი) იქნება სტატია ჩვეულებრივი კატისთვალა გველი. სხვა ენებზე ამათ რა ჰქვია ეს საინტერესო არ არის. მთავარია მითითებულია ლათინური დასახელება. გვარად Telescopus დარჩეს. ბოიგა - ეს ქართული დასახელებაა? როგორ არის ლათინური სახელი?--ცანგალა () 17:01, 27 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ყველაფერი გაკეთდა... კი ქართულადაც ბოიგა ბოიგაა, ლათინურად Boiga ასევეა --Misho 05:20, 28 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]