განხილვა:ილარიონ ქართველი (ყანჩაველი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერდი გადავიტანე სხვა სათაურზე, რამდენმე მიზეზის გამო.

  1. 27 თებერვლის ჩანაწერში სწორედ მასეა მითითებული
  2. არსებობს კიდევ 2 ილარიონ ახალი: ილარიონ ახალი – მოიხსენიება 10 აპრილს, და ილარიონ ახალი – მოიხსენიება 19 ივნისს და მესამე პიროვნებისთვის კიდევ ახალის დამატება ცოტა უხერხულობას გამოიწვევდა მომხმარებლებში. — ჯაბა ლაბაძე () 03:40, 1 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

შესაძლოა მართალი ხართ. მაგრამ ძველსაც თავისი არგუმენტები აქვს:

  • თქვენ მიერ მოხსენიებულ 2 ბერძენ წმინდანს (ხს. 10 აპრილი და 19 ივნისი) ეწოდებათ – ილარიონ ახალი, ამ ილარიონს კი ილარიონ ქართველი – ახალი. რატომ? პასუხი შემდგომშია: არსებობს IX საუკუნის წმინდანი – ილარიონ ქართველი (ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)), ამის გამო ამ ილარიონს ეწოდა – ილარიონ ქართველი – ახალი.
  • ეკლესიამ ეს ილარიონი წმინდანად შერაცხა ამ სახელით: ილარიონ ქართველი (ყანჩაველი)- ახალი (იხ. http://www.orthodoxy.ge/tveni/tebervali/14-ilarion.htm და http://www.orthodoxy.ge/tveni/qartvelebi_tar.htm)

კაცმა რომ თქვას, პრინციპული მნიშვნელობა ამას არ უნდა ქონდეს, როგორც ჩათვლით საჭიროდ ისე იყოს. ცოტა მეც მეხამუშებოდა ამხელა სათაური, მაგრამ ინფორმაციულობის გამო გამოვიტანე.--Zolokin განხილვაწვლილი 04:55, 1 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მოდით სათაურის სიდიდის თავიდა ასაცილებლად ასე დავტოვოთ და ტექსტში მივუთითოთ. — ჯაბა ლაბაძე () 05:12, 1 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად მითითებული ყოფილა. ვიღიმიჯაბა ლაბაძე () 05:12, 1 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

დასტურ! --Zolokin განხილვაწვლილი 05:44, 1 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]