განხილვა:თიკა ფაცაცია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასეთი განსხვავება თარიღებში შეიძლება? ან სწორია ასეთი ცვლილებები? — ჯაბა ლაბაძე () 15:21, 28 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ ასეთ ცვლილებებს უცხოურ ვიკიპედიებში აუქმებენ (უწყაროობის გამო), მაგრამ სამწუხაროდ არც წინა ვერსიის წყარო არ გვაქვს :) – BruTe () 15:47, 28 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. თავიდანვე უნდა ყოფილიყო რეაგირება, თორემ უკვე ყველას შეუძლია თავის მოსაზრების მიხედვით ცვალოს თრიღები. — ჯაბა ლაბაძე () 16:10, 28 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად, სტატიებს, ასეთ მდგომარეობაში იქ, მარტივად რომ ვთქვათ შლიან. მაგრამ ძნელია ვინმე დაადანაშაულო, იმიტომ რო ყველა ასე წერს, ჩემი ჩათვლით. :) – BruTe () 16:12, 28 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

ნიჭიერის ადმინისტრატორს მივწერე. დაველოდები პასუხს. =(( შეიძლება მან რამე და მოგვაწოდოს--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 17:24, 28 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

1991 წელს თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. რას ნიშნავს ეს? ერთ წელიწადში ისწავლა? თუ სწავლა დაიწყო? გადაამოწმეთ და ჩაასწორეთ — გოტა (მომწერე) 12:30, 8 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

იქნება ნიჭიერი იყო გოგო და. :) ეს ხუმრობით, ისე მართლა გადასამოწმებელია. :) – BruTe () 12:33, 8 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სად გადავამოწმო არ ვიცი, მაგრამ როდესაც ვწერდი სტატიას პირველ არხზე განთავსებული ბიოგრაფიიდან ავიღე ეს. ეხლა არაა ის გვედი. უკვე წაშალე. ფაფუ =)))--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 12:37, 8 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

დიდი ამბავი, შეიძლება მართლაც ისწავლა ერთ წელიწადში გიტარა და ფორტეპიანო. ბოლო-ბოლო ნიჭიერის წამყვანი იყო :D— ნიკა () 12:39, 8 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

რა გეღადავებად, კაცო. სტატიები წერეთ. აზერბაიჯანული გვისწრებს. თან ლათინურმა უკვე გაგვასწრო. მოიცა ეხლა სომხური რაზგონს აიღებს!! ვიკრიჭები სერიოზულად, სტატიები გვჭირდება--თემური განხილვა როდესაც თვენს საათზე იყო: 12:41, 8 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

დასაფიქრებელი კია ისე, რომ სომხებმა რომლებსაც ოთხი წლის უკან დავცინოდით, მემგონი უკვე ორჯერ გაგვასწრო *(ღადავ-ღადავში), მოვუმატოთ--GagaVaa 12:17, 27 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]