განხილვა:ვახ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს უფრო ვაჰ ხომ არ არის? ან თუ ორივე ერთიდაიგივეა ალბათ გადამისამართდეს? - ალ-ო () 14:58, 20 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით: ვაი!-ზე არის განმარტება (გვ.492), ხოლო ვახ! (496) - იხ. ვაჰ!, ხოლო ვაჰ! (გვ.496)- იხ. ვაი!. (თბ. 1990). ამ ლექსიკონის მიხედვით ვაი! არის ძირითადი და ალბათ დანარჩენები მასზე უნდა გადამისამართდეს. დაველოდოთ სხვებსაც.Zangala 15:43, 20 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი ვაჰს ვაის და ვახს სხვადასხვა მნიშვნელობეი აქვთ. ერთი სტატიის გაკეთება შეიძლება. სხვადასხვა მნიშვნელობები რომ აქვთ უნდა დავწეროთ. ვაის რა განმარტება აქვს ლექსიკონში?

მე მგონი ყველას აჯობებს ქართულ შორისდებულებზე ერთიანი სტატია დავწეროთ. Dimitri (Tamok) 17:04, 20 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]


ვაი! 1. შორისდებული; გამოხატავს:1) ტკივილს. ვაი, მისკდება თავი! 2) მწუხარებას, დანანება. ვაი, რატომ ვაწყენინე! - საი, სირცხვილო! - ვაი, ქონავ და ვაი უქონლობაო! 3) შიშს. ვაი, მიშველეთ! 4) გაკვირვებას. ვაი, აქამდე არ იცოდით?!

2. მწუხარება, უბედურება, დიდი გაჭირვება. ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო! || მიცემითში დასმულ სახელთან გამოხატავს წყევლას (ვინმესთვის უბედურების სურვილს), ნუწარის ან შებრალებაწუხილს ვინმესთვის. ვაი ჩვენს მოსწრებას! - მივდივარ, მაგრამ ვაი ამ წასვლას || აღნოშნავს, რომ დასახელებული რამ არის ცუდი, მძიმე, ნაძალადევი და მისთ. ჩამეძინა, მაგრამ ვაი ამ ჩაძინებას! - გაიხუმრა, მაგრამ ვაი ასეთხუმრობას! * ვაი რომ - სამწუხაროდ. ვაი და ვიში - იგივეა, რაც ვაი-ვიში.

ვაი- პირველი შემადგენელი ნაწილი რთული ფუძეებისა; ნიშნავს უხეიროს, უილაჯოს, უნიათოს. მაგ., ვაი-კრიტიკოსი, ვაი-ხელმძღვანელი, ვაი-მეომარი.

ვახ!, ვაჰ! - არის ვაი!-ის მხოლოდ მნიშვნელობა 1. Zangala 17:07, 20 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]


ენციკლოპედიაში რამდენად ჩასაწერი სტატიაა?--ცანგალა () 10:41, 4 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვაჰ-სა და ვაი-ს შორის განსხვავება არის. ვაჰ ნიშნავს გაკვირვებას, აღტაცებას, მაგ. ვაჰ, რა მშვენიერია!, ან ვაჰ, რა საინტერესოა! და ა.შ. ვახ კი ვაჰ-ის ასე ვთქვათ "გლეხური" ვარიანტია. ალბათ შეიძლება სტატიას დავარქვათ "ქართული შორისდებულები" და იქ ჩავწეროთ მეტ-ნაკლებად ყველა გავრცელებული შორისდებულის განსაზღვრება და მათ შორის განსხვავება. - ალ-ო     @ 17:03, 4 ნოემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]