განხილვა:ვარსკვლავთკარიბჭის ხალხები და რასები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხალხი კრებითი სახელია, შესაბამისად ხალხები არასწორი ფორმაა :) – Mero ® 19:30, 31 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

არსებობს გამონაკლისები, როდესაც ხალხი მრავალობითში იწერება (მაგ. როცა მრავალ სხვადასხვა ერზეა საუბარი - ხალხთა მეგობრობა და ა.შ.) - ალ-ო     @ 19:45, 31 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]
ალსანდროს დაუსწრია პასუხის გაცემა. --წკაპო 21:05, 31 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

Races in Stargate (ინგლ.) ხალხები რომელია?--ცანგალა () 16:19, 3 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ცანგალ, უცხოენოვან სტატიებს რომ ადარებ კარგია, მაგრამ მათ ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანციად ნუ თვლი. მე სტატიებს არ ვთარგმნი, მე მათ ვწერ სხვა სტატიებსა და საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით, ამიტომ ინგლისურში თუ მხოლოდ რასებზეა ლაპარაკი, ხოლო ჩემს სტატიაში ხალხებიც მაქვს მოხსენებული, ამის მიზეზი ისაა, რომ ასე ვთვლი საჭიროდ. ახლა, რაც შეეხება უშუალოდ შენს შეკითხვას: ხალხებია - აბიდოსელები, ტოლანები, ათოსელები, ჯენაები და ა.შ. ზ.ა. ხალხები ეკუთვნიან ადამიანთა რასას. რასებია - კაცობრიობა (ადამიანები), ჯაფები, ასგარდები, ნოქსები და ა.შ.--წკაპო 19:38, 3 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]