განხილვა:დომოვოი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუძის ანგელოზისა და დომოვოის გამიჯვნა[წყაროს რედაქტირება]

სტატიის შემქმნელთან დიდი ბოდიშის მოხდით, ეს ორი არსება ერთ სტატიაში ვერ მოთავსდება ორი მიზეზით. პირველი და უმთავრესი: დომოვოი თავისი ვარიაციებით სლავური კულტურების მკვიდრია და ქართველური ფუძის ანგელოზის მის განშტოებად წარმოჩენა უმართებულო საქციელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა კულტურების ანალოგები - ისლანდიური, კელტური და ა.შ. - ცალკეა მოხსენებული ინგლისურენოვან ვერსიაში. თუ ისინი გამიჯნულია სლავურისგან, ქართველური კულტურა რატომ უნდა გაიგივდეს? წყაროებში მითითებული რუსულ-ქართული ლექსიკონის ავტორს კი ვეტყოდი ერთი-ორ ტკბილ სიტყვას. მეორე მიზეზი ისაა, რომ ფუძის ანგელოზი, თუ მას სახლის ანგელოზის მეორე სახელად არ ვთვლით, არსებითად სხვა ბუნების მატარებელია. ამიტომ, იმედია არ მიწყენთ, მაგრამ ამ სტატიას დავუტოვებ დომოვოის, ჩვენი ფუძის ანგელოზისთვის კი ცალკე შევქმნი.