განხილვა:დიდი ბულგარეთი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გაუმჯობესდა „ბულგარეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

საინტერესოა, ეს "გენიალური რუკა" რომელენოვანი გვერდიდან გვაქვს აღებული, სადაც ნათლად ჩანს, რომ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი მე-7 საუკუნეში ბულგარეთის შემადგენლობაში ყოფილა, რუსულ გვერდზე რომ გადავიდეთ, იქ ვიხილავთ, რომ საქართველოს ტერიტორია საერთოდ სამხრეთით ყოფილა მაგ დროს, თანამედროვე საქართველო კი ალანების, ჰუნების და საბირების შემადგენლობაშია, ინგლისურ გვერდზეც თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა. მომიტევეთ, მაგრამ, მე საქართველოს ისტორიაში არსად მსგავსი რამ არ ამომიკითხავს და იქნებ ჩვენს რუს ან ინგლისელ(ინგლისურენოვან)კოლეგებს რაიმე საპროტესტო ნოტასავით მივწეროთ, რომ გაუგებრობა დროულად დასრულდეს და თუნდაც ისტორიული სახელმწიფოების საზღვრების თვითნებური ხელყოფა შეწყდეს...--Leovizza 17:41, 28 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეს რაც ამ სტატიაში წერია საშინელი სიყალბეა. მე მაქვს კითხვა, რატომ შეიქმნა საერთოდ ეს სტატია? იმ ფაქტს რაც აქაა დამახინჯებული დიდი ისტორიკოსობა არ უნდა. ვინ გითხრათ რომ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი დიდი ბულგარეთის ვასალი იყო. ასეთ სტატიებს სხვაენოვან ვიკიპედიაშიც უნდა ვებრძოდეთ და არა თუ აქაც ვქმნიდეთ. სავსებით ვეთანხმები ლეოვიზას. ყურის მოყრუება ამ (და კიდევ მრავალ ასეთ ფაქტზე) ნამდვილად არ გვმართებს. გთხოვთ დააფიქსიროთ ყველამ თქვენი აზრი. --ჯაბა ლაბაძე 17:47, 28 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეს "გენიალური რუკა" გერმანული ვიკიდან არის შემოტანილი.--ცანგალა () 19:22, 28 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

და მერე სწორია? ეს ხომ აშკარად სიყალბეა.--ჯაბა ლაბაძე 19:54, 28 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სიტყვა „საქართველოს“ სად კითხულობთ? ნაწყვეტები გერმანული ვიკიდან: Südrussland und dem Nordkaukasus (სამხრეთი რუსეთი და ჩრდილოეთი კავკასია). nördlich des Schwarzen und Asowschen Meeres (ჩრდილოეთით შავ და აზოვის ზღვები). გთხოვთ რომელიმე ვიკიდან დადოთ ციტატა.--ცანგალა () 20:11, 28 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს კი არ ვკითხულობთ აქ რუკაზეა საუბარი, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ საქართველო დიდი ბულგარეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული. ეს რუკაა შესაცვლელი პირველ რიგში. აუცილებელი არაა ეწეროს, ხომ ხედავ თავადაც რომ სიყალბეა. --ჯაბა ლაბაძე 04:17, 29 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

როდესაც რუკის შესახებ არის დისკუსია ჯობდა (მომავლისთვის) ფაილის (სურათის) განხილვის გვერდზე იყოს საუბარი. სტატიაში კი შესაძლებელია რუკის შეცვლა (ინგლ., რუს.). ჩვენ ერთმანეთის სტატიებს ვაუმჯობესებთ. --ცანგალა () 09:57, 29 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე რომ მოგახსენოთ, მე გერმანული ვიკი უფრო მეტად კომპეტენტური მეგონა, თუკი გერმანულშიც ასეთი მცდარი და ყალბი რუკებია ჩასმული, ჩვენს დოიჩ-ვიკიპედიელებს ვერ ჰქონიათ საქმე სამაგალითოდ. ხუმრობა იქით იყოს და, მგონი, მოვალენიც ვართ (არამარტო უფლებამოსილნი) ამ და მსგავსი ყალბი რუკების ამოღება მოვთოხოვთ გერმანელებსაც, რუსებსაც და ინგლისელებსაც. ჩვენც რომ დავამუშაოთ რუკები ფოტოშოფით და საქართველო მთელ ევროპამდე გავიტანოთ, გერმანელები და სხვა ვიკიპედიელები მოგვიწონებენ ამისთანა ვანდალიზმს??? ჰოდა ჩვენ რაღატომ უნდა მოვიწონოთ და მოვითმინოთ???--Leovizza 17:54, 29 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

bulgarians are not turks or slavs,they are thracians[წყაროს რედაქტირება]

http://www.cross.bg/istoriya-bulgarite-bulgarskiya-1382006.html#axzz31tj4itwf

bulgarians are not turks.

bulgarian parliament passed a law anyone who uses the term turk will have problem with european law.

the term turk needs to be replaced with huns or xiongnu.

reference --the link above.