განხილვა:გივი შაჰნაზარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდიში, რანაირადაა გივი შაჰნაზარი სომეხი? Tato2809 (განხილვა/წვლილი) 19:15, 23 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]

ეთნიკურად სომეხია, ამას ადასტურებს მითითებული წყარო. ბმულიც ეთნიკურ ჯგუფზეა. გიო ოქრო 19:52, 23 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]
როდის აქეთ იყო, ვიკიპედიის სტატიის პირველ წინადადებაში ეთნიკური წარმომავლობა გამოიყენებოდა და არა ნაციონალური? "ბარაკ ობამა არის ამერიკელი პოლიტიკოსი" ან "დეკლან რაისი არის ინგლისელი ფეხბურთელი" ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ეროვნებით არიან, შესაბამისად, ამერიკელი და ინგლისელი და არა ეთნიკური წარმომავლობით. "გივი შაჰნაზარი არის სომეხი პოეტი" დაახლოებით იგივეა, რაც "ბარაკ ობამა არის კენიელი პოლიტიკოსი" ან "დეკლან რაისი არის ირლანდიელი ფეხბურთელი". გივი შაჰნაზარი 90 წლის წინ დაიბადა საქართველოში, 90 წელი გაატარა საქართველოში, მისი მშობლიური ენა არის ქართული (სომხური ისწავლა მოგვიანებით და არ ფლობს ისე კარგად, როგორც ქართულს) და ჰყავდა ქართველი დედა და ბებია. მისი წინაპრებიც ცხოვრობდნენ თბილისში. ამიტომაც, გივი შაჰნაზარი არის "ქართველი პოეტი" და არა "სომეხი პოეტი".
ციტატა გივი შაჰნაზარის ინტერვიუდან:
"ძირძველი თბილისელები ვართ, მამამ ბევრი ენა იცოდა, უმეტესად კავკასიური ენები, თურქული და სპარსულიც იცოდა. ჩვენი გვარის ხალხი ქართველ ქალებს ირთავდნენ, დედა - მარიამი ქართველი იყო, ბებია - მაკაც. მე რაც მეხება, სხვა ენების, მათ შორის სომხური ენის, ცოდნას ვერ ვუწოდებ, სამწუხაროდ. სანამ უნივერსიტეტში შევიდოდი და სპეციალურად არმენოლოგიას დავამთავრებდი, ბარო-მაროს მეტი არაფერი ვიცოდი. სომხური ენა მერე ვისწავლე, სალაპარაკო მიჭირდა და პასიური, წიგნის ენა ვიცოდი, ასე ვთარგმნიდი, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით. ზოგადად, ჩემი შემოქმედება ქართული შემოქმედებაა... მერე გამამწესეს სომხური დრამის თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. ძალიან შრომატევადი სამი წელიწადი მქონდა, მთლად არა, მაგრამ მოვწყდი ლიტერატურას, ბოლომდე დავიხარჯე... იმას ვერ დავიკვეხნი, რომ გადასარევად ვიცი სომხური სალაპარაკო ენა, მაგრამ გაქცეულს კი მოვაბრუნებ. ასევე ვიტყოდი რუსულზეც" Tato2809 (განხილვა/წვლილი) 14:38, 24 აგვისტო 2023 (UTC)[უპასუხე]